რადიაციული სარტყლების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ დედამიწის მაგნიტოსფეროს(დიპოლის ფორმის) შიგნით არის რეგიონები, რომელთა გადაკვეთა კრიტიკულზე მცირე ენერგიის მქონე დამუხტულ ნაწილაკებს არ შეუძლიათ(UCLA Newsroom).
ნაწილაკების ენერგიას ახასიათებს პარამეტრი L – მანძილი, გამოსახული დედამიწისეულ რადიუსებში, რომელზეც მაგნიტური გარსი, დიპოლის ცენტრიდან გადის. L-ის მცირე მნიშვნელობის მქონე გარსებზე არიან ნაწილაკები, რომელთაც მაღალი ენერგიები გააჩნიათ, რადგან მათ შესაჩერებლად მეტი დაძაბულობის მაგნიტური ველია საჭირო.
1958 წელს დედამიწის რადიაციული სარტყლების აღმოჩენის მერე ითვლებოდა, რომ ისინი ორ, ტოროიდალური ფორმის ნაწილებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ჩვენი პლანეტიდან 4 ათასი(შიგა სარტყელი, ათეულობით მევ. ენერგიების პროტონებით) და 17 ათასი(ათეულობით კევ. ენერგიების ელექტრონებით) კილომეტრის მანძილებამდე ვრცელდებიან(ატომი).
2012 წლის სექტემბერში, ცნობილ ორს შორის მესამე რადიაციული სარტყელიც აღმოაჩინეს. მან ძალიან ცოტა ხანი იარსება – დაახლოებით ოთხი კვირა. ახალი კვლევით, რომლის შედეგები ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოსაქვეყმებლად არის მიღებული, ამ ფენომენის ახსნა მოხერხდა.
ვიწრო რადიაციული სარტყელი, რომელიც ვან ალენის ზონდებმა აღმოაჩინეს, გეომაგნიტური ქარიშხლის მთავარი ფაზის დროს წარმოიქმნა, ის 2012 წლის დასაწყისში ბობოქრობდა. რელეტივისტური(თითქმის სინ. სიჩქრით მოძრავი) ელექტრონების რაოდენობრივმა ანალიზმა მისი გაჩენისა და გარე სარტყელის შეთხელების მექანიზმი გამოავლინა. ”შუალედური” ენერგიების ელექტრონები, 2 მევ-ზე მეტი ენერგიებით, ახალ მაგნიტურ გარსზე ”დასხდნენ”, გარე სარტყელი კი პრაქტიკულად განადგურდა. მესამე სარტყელის შედარებით დიდი ხნით, სტაბილურ მდგომარეობაში ყოფნას, მეცნიერები პლაზმოპაუზის(პლაზმოსფეროს გარე საზღვარი) წანაცვლებას უკავშირებენ, რაც მზეზე მომხდარმა ამოფრქვევამ გამოიწვია. გარე რადიაციული სარტყელი სწრაფად აღდგა, ხოლო შუალედური ნელი ტემპით იშლებოდა, სანამ მას მომდევნო, 1 ოქტომბრის მაგნიტური ქარიშხალი მთლიანად გაანადგურებდა(მოგზაურობა დედამიწის მაგნიტურ სარტყელში; ცხოველური მაგნეტიზმი; მაგნიტური ველი – პლანეტის ეფექტური დამცველი)).
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=GtlnS_0hBmU