ბევრი გალაქტიკა, თუნდაც მშობლიური ირმის ნახტომი, წყალბადის დიდ მარაგებს ფლობენ(swinburne), რომელიც ვარსკვლავების ფორმირებისათვის საჭირო პირველადი მასალაა. სხვები ასეთ რესურსებს მოკლებულები არიან, ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესები მათში თითქმის არ დაიმზირება. ეს ფაქტორები გალაქტიკებს ორ ჯგუფად ყოფენ – უზრუნველყოფილები და დაუცველები.
არესიბოს ტელესკოპის საშალებით, ბარბარა კატინელას ჯგუფმა, სუინბიორნის ასტრიფიზიკური ცენტრიდან(ავსტრალია), ამ უწვრილესი გამყოფი ძაფის დანახვა გადაწყვიტა. ამისათვის ასტრონომებმა უამრავი გალაქტიკების გარემო სივრცეში არსებული წყალბადის კველვა დაიწყეს. ეს გალაქტიკები განსხვავებულ გარემო პირობებში იმყოფებიან, იზოლირებული „მარტოხელებიდან“ მჭიდრო გროვების ჩათვლით.
აღმოჩნდა, რომ კორელაცია ძალიან დიდია მჭიდრო გროვაში მდებარე გალაქტიკების რაოდენობასა და მათში თავისუფალი წყალბადის რაოდენობას შორის. „რაზეა დამოკიდებული გაზის შემოდინება ან გადინება – არაგალაქტიკური ასტრონომიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი საკითხია“ – აღნიშნავს ბარბარა კატინელა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჯგუფებში მდებარე დიდი სპირალური გალაქტიკები წყალბადის ძალიან მცირე მარაგებით გამოირჩევიან, ამის გამოა მათი „ვარსკვლავთშობადობა“მცირე, „იზოლორებულ“ სპირალურებთან შედარებით.
ავსტრალიელი ასტრონომები თვლიან, რომ მჭიდრო გროვების გალაქტიკათშორისი კოსმოსური სივრცე თბილი და ცხელი პლაზმის(აგრეგატული მდგომარეობა) გროვებით არის გაჯერებული, რომელიც გროვას გრავიტაციით კარგად მიიზიდება და ჯგუფის ცალკეული გალაქტიკების გარშემო მცირე რაოდენობით კონცენტრირდება. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სწორედ ასეთ, ძალიან გაიშვიათებულ, ოღონდ ცხელ პლაზმაზე, სამყაროს ბარიონული მატერიის(ჩვეულებრივი) 40-50% მოდის(უკიდურესი გაიშვიათების გამო მისი დამზერა ძალიან ძნელია).
მოძრაობს რა გალაქტიკა ასეთ ცხელ არეში, მისი წყალბადის ძირითადი ნაწილი ადვილად შეიძლება დაიკარგოს, ამბობენ ავტორები. ითვლებოდა, რომ ეს მექანიზმი მარტო ძალიან გადაჯერებულ გალაქტიკურ გროვებში მოქმედებდა, თუმცა ახალი კვლევები ამას არ ადასტურებენ.
როგორც კიტენელა აღნიშნავს, ეს დასკვნები გალაქტიკური ევოლუციის გაგების საქმეში უმნიშვნელოვანესია, თუმცა ისინი, უფრო მეტ კითხვებს აჩნენ, ვიდრე პასუხებს: „ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელი ფიზიკური პროცესებია გაზის დამზერად დეფიციტზე პასუხისმგებელი. შედარებით რბილი პირობები ჩვეულებრივ გალაქტიკურ გროვებში არადამაჯერებლად გამოიყურებიან, წყალბადის ასეთნაირი კარგვის ასახსნელად“(Abell 2052-ში ცხელი გაზური ღრუბლები ზღვასავით ღელავენ; გალაქტიკათა ზღვა; გალაქტიკები).