Abell 2052-ში ცხელი გაზური ღრუბლები ზღვასავით ღელავენ

 ”გალაქტიკური კლასტერის Abell 2052-ის გამოსახულებები, გაკეთებული რენტგენის დიაპაზონში, მოსალოდნელზე კარგი გამოვიდა. მასზე კარგად ჩანს, ჭურჭელში აქეთ-იქეთ მოძრავი წყლის მაგვარი, გავარვარებული გაზი” – გვიხსნის დოქტორი ტრეისი კლარკი.

 ”ჩანდრადან” მიღებულ გამოსხულებაზე კარგად ჩანს მძლავრი, გაზებისგან შემდგარი, სპირალური სტრუქტურა. გრავიტაციული ძალებით პატარა კლასტერი სპირალური ტრაექტორიით მიიზიდება ცენტრალური კლასტერის მიერ, რთული და უცნაური სტრუქტურის წარმოქმნით. ამის გამო, ცხელი გაზი, ხან მიიზიდება ხან განიზიდება, როგორც დიდ ჭურჭელში მყოფი წყალი ეხლება ხოლმე ამავე ჭურჭლის კედლებს. სწორედ კლასტერის გრავიტციული ძალები მოქმედებენ ასე მის შიგნით მყოფ გაზებზე(ძირითად კლასტერში).

 მკვლევართათვის გალაქტიკური კლასტერის Abell 2052-ის გაზების შესწავლა ორი მიზეზის გამოა საინტერესო: პირველ რიგში, ეს საშუალებას იძლევა დადგინდეს, გაზის ასეთი უცნაური მოძრაობების დროს, როგორ ადის შედარებით ცივი, დაახლოებით 10 მილიონი გრადუსიანი გაზი მაღლა და კიდევ უფრო ცხელდება; ასევე საინტერესოა თუ როგორ ზავდება და გადანაწილდება უფრო მძიმე ელემენტები ძირითად კლასტერში, როგორებიცაა ჟანგბადი და რკინა(გალაქტიკათა ზღვა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.