გაძლიერებული გრავიტაცია. როგორი იქნებოდა სიცოცხლე დედამიწაზე, ორჯერ ძლიერი გრავიტაციის პირობებში? ჩვენც ოთხზე მოსიარულე ვიქნებოდით, მოკლე ფეხებითა და მსხვილი ძვლებით. ყველა არსება დაპატარავდებოდა, შემცირდებოდა სიცოცხლის ხანგრძლივობაც. თუ გრავიტაციას ორჯერ შევამცირებთ, ყველაფერი სრულიად საწინააღმდეგო სცენარით განვითარდება.
სხვა ატმოსფერო. მილიონობით წლის წინათ, დედამიწას გაცილებით სქელი და ჟანგბადით მეტად გაჯერებული ატმოსფერო ჰქონდა, რამაც უზარმაზარ ზომებადმე გაზრდის საშუალება მისცა რეპტილიებს. ზოგიერთ არსებას ჟანგბადი საერთოდაც არ ჭირდება, რაც გარეგნული იერის შექმანზე ასევე მნიშვნელოვნად ზემოქმდებს(ყველაზე დიდი დინოზავრი).
სხვა ბიოქიმია. ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლე სამ ბიოქიმიურ ”მოთხოვნილებას” ეფუძნება – ნახშირბადი, წყალი და დნმ. რომელიმე მათგანის შეცვლის შემთხვევაში, სიცოცხლე განვითარების სულ სხვა გზაზე წავა(დნმ – უოთსონი, ქრიქი, უილკინსი, ფრანქლინი).
უწყლო პლანეტა. ამ ელემენტის შემცვლელად თხევადი ამიაკი შეიძლება მოგვევლინოს, რადგან წყლისთვის დამახასათებლი ბევრი თვისება გააჩნია(ოკეანე ტიტანზე; ევროპისეული სიცოცხლის მტკიცებულება დედამიწაზე).
დნმ. ითვლებოდა, რომ მხოლოდ დნმ-ს შეუძლია სიცოცხლის არსებობისა და განვითარების მხარდაჭერა. თუმცა, მეცნიერებმა ქნმ(ქსენონუკლეინის მჟავა)-ს სინთეზირება მოახერხეს(ხელოვნური სიცოცხლის შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი), რომლითაც ასევე, გენეტიკური ინფორმაციის შენახვა და გადაცემაა შესაძლებელი. იქნებ, უცხოპლანეტელები სხვა პროტეინებითაც ახერხებენ არსებობას.
სხვა გარემო. ტუნდრა, ზღვები, სტეპები, ტროპიკული ტყეები, უდაბნოები და ა.შ. გარემოსადმი ადაპტაციის გამო, ყველა არსებას მისი საცხოვრებელი გარემოსადმი შესაფერისი იერსახე აქვს. ღრმა წყალში მობინადრე თევზსა და მინდვრის არწივს შორის არსებულ განსხვავებებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ამის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს უცხოპლანეტელი ორგანიზმები?
უძველესი სიცოცხლე. ჩვენი ცივილიზაცია საკმაოდ სწრაფად განვითარდა(ანთროპოცენი თითქმის 2 მილიონი წლისაა). თუ უცხოპლანეტელბს მეტი დრო ჰქონდათ, მაშინ მათი ტექნოლოგია იქამდე შეიძლება იყოს განვითარებული, რომ საკუთარი გარეგნობის სურვილისამებრ შეცვლა შეეძლოს.
მოხეტიალე პლანეტები. ყველაზე უფრო უხეში გამოთვლებით, ჩვენს გალაქტიკაში 200 მილიარდი, ვარსკვლავებთან გრავიტაციული კავშირის არმქონე მოხეტიალე პლანეტა შეიძლება მოძრაობდეს. მიუხედავად ამისა, არც ასეთ პლანეტებზე გამორიცხული მოაზროვნე ცივილიზაციის არსებობა, თუ მას ენერგიის რაიმე განსხვავებული წყარო ექნება. მათ, რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელი აღნაგობა ექნებათ(თავიდანვე უპატრონო მოხეტიალე პლანეტები).
არაბიოლოგიური არსებები. დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენთვის ჩვეული ორგანიზმების ნაცვლად, უცხოპლანეტელი რობოტები აღმოვაჩინოთ, რომლებმაც ბიოლოგიური სხეული, მექანიკურით შეცვალეს, ან თავიდანვე ასეთი სახით შექმნეს(უცხოპლანეტელი ზეინტელექტუალი რობოტები).
შემთხვევითობის ფაქტორს, გალაქტიკურ მასშტაბებშიც კი, მით უმეტეს სამყაროესულ მასშტაბებში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სურვილის მიუხედავად, თუ უცხოპლანეტლების აღმოჩენა შევძელით, მათი და ჩვენი მსგავსების შანსი ნულის ტოლი იქნება(სიცოცხლე).