ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ”კასინი”, რომელიც 2004 წლიდან სატურნის ორბიტაზე მოძრაობს, 2013 წლის 19 ივლისს 1 445 858 000 კილომეტრის ტოლი მანძილიდან უნიკალური ფოტო გადაიღო – სატურნის დიდებულ რგოლებს შორის დედამიწა და მთვარე ორი მანათობელი წერტილის სახით ჩანან. NASA-მ ხუთჯერ გადიდებული ფოტო 2014 წლის ივლისში გამოაქვეყნა.
ფოტოზე დედამიწა მარცხნივაა, მანათობელი მოცისფრო წერტილის სახით, მთვარეც იქვეა, ოდნავ მარჯვნივ, უფრო მკრთალი თეთრი წერტილის სახით. ფოტო შემთხვევით იქნა გადაღებული, იმ მომენტში, როცა ”კასინი” სატურნის რგოლების სისტემის პანორამულ გადაღებას აწარმოებდა.
სურათი ფართოკუთხიანი კამერით გადაიღეს, სატურნის გაიშვიათებულ Е რგოლის მოზაიკის შედგენისას. კოსმოსურმა აპარტმა დედამიწა-მთვარე მზით განათბული რგოლების მიღმა გადაიღო.
ამ რეგიონისა და მასში მდბარე დედამიწის გადაღება ძალიან რთულია, რადგან ასეთი დიდი მაძილიდან ”შემოხედვისას” ჩვენი პლანეტა მზესთან ძალიან ახლოს მდებარე წარმოგვიდგება, მცირე კუთხური დაშორების გამო მაღალი მგძნობელობის კამერის პირდაპირ მზისკენ მიმართვა არ შეიძლება, დაზიანების საშიშროების გამო. ”კასინის” გაუმართლა, რადგან მზე სატურნს იქეთ იყო და მზიური სინათლის დიდი ნაწილი სწორედ მან გადაფარა.
დედამიწის ფირველი სურათი, გადაღებული მზის სისტემის კიდეებიდან, 1990 წელს კოსმოსურმა აპარატმა ”ვოიაჯერ-1”-მა გადაიღო, რომელიც ”მკრთალი-მოცისფრო” წერტილის სახელით არის ცნობილი.
2006 წელს ”კასინიმ”, იღებდა რა სატურნს, დედამიწაც გადაიღო, თუმცა მტვროვანი რგოლის შიგნით. სურათების ხარისხი ძალიან ცუდი აღმოჩნა, ისინი ძლიერი ხარვეზებით იყო გადანათბული. ხოლო ის, რაც ”კასინიმ” 2013 წელს მოახერხა აღსანიშნავი მოვლენაა: მზის სისტემის კიდედან მაღალი გარჩვადობის კამერით, ხარვეზების მცირე რაოდენობით, პირველად იქნა გადაღებული დედამიწა და მთვარე, როგორც ერთმანეთთან ახლოს მდებარე ორი მკაფიო ობიექტი(”ჯუნოს” მიერ დანახული დედამიწა-მთვარე; მოკლედ მზის სისტემის შესახებ).