ვოიაჯერები 2025 წლამდე იმუშავებენ

დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ხელოვნური ობიექტი უკვე 34 წელია კოსმოსის სიღრმეებს იკვლევს და კიდევ 13 წელი იმუშავებს. ამის გამო მისიის ხელმძღვანელობამ აპარატის ბორტზე არსებული კიდევ ერთი მოწყობილობა გამორთო.
  მისიის ახლანდელ ეტაპს ამერიკელები ვარსკვლავთშორისს ეძახიან(პირველ რიგშივოიაჯერ-1”-სთვის), რადგანვოიაჯერ-1”  მალე გავა გარემოში, სადაც არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავების ველები და ნაწილაკური ნაკადები დომინირებენ(NASA/JPL-Caltech).
დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ხელოვნური ობიექტი უკვე 34 წელია კოსმოსის სიღრმეებს იკვლევს და კიდევ 13 წელი იმუშავებს. ამის გამო მისიის ხელმძღვანელობამ აპარატის ბორტზე არსებული კიდევ ერთი მოწყობილობა გამორთო.
საპლანეტათშორისო სადგური ”ვოიაჯერ-1” 1977 წლის სექტემბერში გაუშვეს, ის მუშაობას აგრძელებს, თუმცა არა ყველა შემეცნებითი მოწყობილობებით.
ეს ელექტროენერგიის დაზოგვის გამო ხდება. მიწიერი მზვერავის კვების წყარო სამი რადიოიზოტოპული თერმოელექტრონული გენერატორებია, რომლებიც პლუტონიუმზე მუშაობენ. მათი საერთო სიმძლავრე სტარტის დროს 470 ვატს შეადგენდა. ამჟამად სიმძლავრე 45%-მდეა შემცირებული, პლუტონიუმის დაშლისა და თერმოელექტრონული ელემენტების დეგრადაციის გამო.
  დედამიწიდანვოიაჯერ-1”-მდე მანძილი დღეისათვის 17,966 მილიარდი კილომეტრია, ან 120,1 ასტრონომული ერთეული(119,5 მზიდან). ”ვოიაჯერ-2” ოდნავ უკანაა – 98,3 .. დედამიწიდან, 97,5 მზიდან( NASA/JPL-Caltech).
ფრენის განმავლობაში მისიის სპეციალისტები ვოიაჯერებზე თანდათნობით რთავდნენ აპარატურას და გამათბობლებს, რითაც ენერგიას ზოგავდნენ და უხანგრძლივებდნენ სიცოცხლეს მოწყობილობას.
ერთ-ერთი ასეთი სიცოცხლის უნარიანი ინსტრუმენტია ულტრაიისფერი სპექტრომეტრი. ის მონაცემების შეგროვებას და დედამიწაზე გამოგზავნას ისევ აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტემპერატურა დასაშვებზე(-35º C) დაბალია. გამათბობლების გამორთვის გამო სპექტრომეტრის ტემპერატურა -79º C-მდე დაეცა(ზუსტი რიცხვი უცნობია, რადგან ამაზე დაბალ ტემპერატურას სპექტრომეტრის მოწყობილობა ვერ აფიქსირებს).
  პირველივოიაჯერისმწყობრში მყოფი მოწყობილობა ილუსტრაციაზე არ ჩანსმაგნიტომეტრი(NASA/JPL-Caltech).
დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ხელოვნური ობიექტი უკვე 34 წელია კოსმოსის სიღრმეებს იკვლევს და კიდევ 13 წელი იმუშავებს. ამის გამო მისიის ხელმძღვანელობამ აპარატის ბორტზე არსებული კიდევ ერთი მოწყობილობა გამორთო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *