ინდოელმა ასტრონომებმა საკმაოდ უჩვეულო კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს – ”მომაკვდავი” რადიოგალაქტიკა, რომელიც ახლა, ალბათ, არანაირ აქტიურობას აღარ ამჟღავნებს. J021659-044920-მდე მანძილი 9 მილიარდი სინათლის წელია. თუ ხილულ სპექტრში დავაკვირდებით, მისი ზომა 100 ათასი სინათლის წელი იქნება, თუმცა, რადიოდიაპაზონით გაცილებით მეტი ჩანს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს(ელექტრომაგნიტური გამოსხივება).
აღმოჩენა, ინდოელ სტუდენტს – Prathamesh Tamhane-სა და მის კოლეგებს ეკუთვნის, მეცნიერული განათლებისა და კვლევების ინსტიტუტიდან(Indian Institute of Science Education and Research). J021659-044920-ის სპექტრში, 4 მილიონი სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული რადიომახსივებელი, გიგანტური ფოთლების მსგავსი სტრუქტურა აღმოაჩინეს.
J021659-044920 რადიოგამოსახულება.
ყველა გიგანტური გალაქტიკის მსგავსად, J021659-044920-ის ცენტრშიც ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს. მისი უძლიერესი გრავიტაციული ძალა, მატერიას სპირალური ტრაექტორიით ამოძრავებს და თავისკენ იზიდავს. დამუხტული ნაწილაკების ნაკადები, უზარამაზარი ძალის ელექტრომაგნიტურ ველს წარმოქმნის, რომელიც მატერიის გარკვეულ ნაწილს, ლამის სინათლის სიჩქარით, ხვრელის გარემო სივრციდან აშორებს. გავარვარებული პლაზმის ეს ნაკადები, ე.წ. ჯეტები, ხვრელის პოლუსებთან საწინააღმდეგო მიმართულებებით გაიტყორცნება, ხოლო მასში არსებული მატერია რადიოგამოსხივების მძლავრი წყარო ხდება, რომელიც კოსმოსში გაცილებით შორს ვრცელდება, ვიდრე ამ გალაქტიკიდან გამოსიხვებული ხილული სინათლზე.
ირმის ნახტომიდან ერთი მილიარდი სინათლის წლის მანძილზე, საკმაო რადოენობის რადიოგალაქტიკა მოიძებნება. მაგალითად, პირველ ფოტოზე წარმოდგენილი ჰერკულესის A, რომლის ოპტიკური გამოსახულება ედუინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით გადაიღეს, ხოლო რადიოდიაპაზონში – რადიოტელესკოპების ძალიან დიდი მასივით(VLA). თუმცა, J021659-044920-ის მსგავსი რადიოგალატიკები, დედამიწიდან ასე შორს, ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
წყვეტს რა ზემასიური შავი ხვრელი პლაზმური რადიოჯეტების წარმოქმნას, გალაქტიკის ”რადიოფოთლები”, რამდენიმე მილიონი წლის მერე სრულიად ქრება. იმის გამო, რომ J021659-044920-ის სინათლემ ჩვენამდე 9 მილიარდი წლის მერე მოაღწია, მისი რადიოწყარო უკვე აღარც იარსებებს, თვითონ გალაქტიკა კი მკრთალ კოსმოსურ ობიექტად იქნება გადაქცეული, რომლის შიგნით ყველაზე უფრო სუსტი ”ნარჩენი” პროცესებიღა მიმდინარეობს(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).