27 მარტის დილას, ჩვენი გალაქტიკის ცენტრი ზუსტად ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის, პარანალის თავზე მდებარეობდა. ამ ასტრონომიულ გამოსახულებაზე, რომელიც „თევზის თვალად“ წოდებული ობიექტივის საშუალებით არის გადაღებული, ატაკამას უდაბნოს მშრალსა და სუფთა ცაზე, მტვრით მდიდარი ირმის ნახტომის ცენტრალური ბალჯი ძალიან დიდი ტელესკოპის(VLT) ოთხი, 8 მეტრიანი სარკეებით აღჭურვილი, გუბათით არის გარსშემოტყმული. ვენერა აღმოსავლეთ ჰორიზონტთან ახლოს ჩანს. კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი მილევადი მთვარის ნამგალთანაა, ერთ-ერთი გუმბათის კიდესთან. აღმოსავლეთით განლაგებული წყვილის ელვარების მიუხედავად, სურათზე მაინც ირმის ნახტომი დომინირებს. ჩვენი გალაქტიკის ცენტრი, მტვროვანი ზოლის სახით, მდიდარი ვარსკვლავური ღრუბლებითა და კაშკაშა ნისლეულებით, ჯერ კიდევ ბნელი ცის ზენიტშია, მაშინ როცა ჰორიზონტი უკვე განათებას იწყებს, ხოლო ნაგებობები მთვარის სინათლით ანათებენ.
ირმის ნახტომი ალიონზე
Posted by