ESO 137-001 სიმდიდრეს ანიავებს

 სპირალური გალაქტიკა ESO 137-001, მასიურ გალაქტიკურ გროვაში – ეიბელ 3627-ში მიქრის, რომელიც ჩვენიდან 220 მილიონი სინათლის წლის იქეთ მდებარეობს. შორეული გალაქტიკა ამ ფერად სურათზე, რომელიც „ჰაბლისა“ და „ჩანდრას“  მიერ გადაღებული ფოტოებით არის შედგენილი, ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავებს შორის მოჩანს, სამხრეთი სამკუთხედის თანავარსკვლავედში. როცა სპირალური გალაქტიკა 7 მილიონი კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრაობს, მასში არსებულ გაზსა და მტვერს ცხელი, გაიშვიათებული გალაქტიკათშორისი გაზის წნევა გამოდევნის, თუ ის გალაქტიკის მიზიდულობის ძალას აჭარბებს. გამოსახულება, მიღებული „ჰაბლის“ მიერ ხილულ სპექტრში, გვიჩვენებს, რომ მოცისფრო ზოლებად გავრცობილ გამოდევნილ მატერიაში, ელვარე ვარსკვლავური გროვები ფორმირდება. რენტგენული მონაცემები „ჩანდრადან“ კი გვიჩვენებს, რომ გამოდევნილი ცხელი გაზის გადღაბნილი მუქი ცისფერი კუდი 400 ათასი სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება, სურათის ქვედა მარჯვენა კუთხისკენ. დიდი რაოდენობით მტვრისა და გაზის დაკარგვა ვარსკვლავთ წარმომქმნელ პროცესებს აფერხებს. ვარსკვლავთ წარმომქმნისათვის საჭირო მასალას მოკლებული მოყვითალო ელიფსური გალაქტიკა, ESO 137-001-ის მარჯვნივ ჩანს(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.