ასტრობიოლოგია ატაკამას უდაბნოში

 ტექნოლოგიები, რომლებიც არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენისთვის მუშავდება, ტესტირებას დედამიწის ყველაზე უფრო უსიცოცხლო ადგილზე, ჩილეში მდებარე უდაბნო ატაკამაში გაივლიან. ძებნითა და რუკაზე მიკრობული ნიშნების მქონე ადგილების მონიშვნით ყველგანმავალი Zoë დაკავდება, რომელიც გზას 17 ივნისს გაუდგება და ორი კვირა იმუშავებს.
 უდაბნო ატაკამა – ყველაზე უფრო უსიცოცხლო ადგილი დედამიწაზე. აქ მოსული ნალექების რაოდენობა რამდენიმე მილიმეტრია ათწლეულის განმავლობაში, ხოლო შედარებით არც თუ ისე მაღალი ტემპერატურა ყველაზე უფრო გმძლე ორგანიზმების გადარჩენის შანსსაც კი ამცირებს: რაც უფრო დაბალია ტემპერატურა მით ნაკლებია გამრავლებისათვისა და ზრდისათვის საჭირო ენერგია. ატმოსფეროდან დალექილი ნიტრატები, რომელსაც ნორმალურ პირობებში ბაქტერიები მალევე ითვისებენ, ხელშეუხებელი რჩება, ამ უდაბნოს ზოგიერთ რეგიონებში ბაქტერიული სიცოცხლეც კი არ არსებობს. უდაბნო, რომლის ასაკი დაახლოებით 10 მილიონი წელია, საუკეთესო ადგილია მსგავსი ტექნოლოგიების გამოსაცდელად. ტესტირება ძვირადღირებული შეცდომებისგანაც გვიცავს: დეტქტორი DAN-ის ტესტრებამ აჩვენა, რომ ნეიტრონების გენერატორში რადიოაქტიური თრითიუმის დაშლა ინსტრუმენტის მუშაობის ხანგრძლივობას საგრძნობლად ამცირებს, რის გამოც ნასამ ”ცნობისმოყვარეზე” არსებული ამ ინსტრუმენტით ჩასატარებელი კვლევების განრიგი წინ გადმოწია, სანამ დეტექტორი მწყობრიდან გამოვა.
 ყველგანმავალი Zoë, აწყობილი კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში(ა.შ.შ.) – მზის ბატარეებზე მომუშავე ავტონომური რობოტია, რომელმაც ატაკამას მიკრობული სიცოცხლის კარტოგრაფირება ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. გალიუმის არსენიდის ფოტოელემენტებით(3 მ3 დაახლოებით) აღჭურვილი 2 მეტრის სიგრძის რობოტი 180 კილოგრამს იწონის. აქვეა პანორამული კამერა, სპექტრომეტრი, წინააღმდეგობათა გადალახვის რთული სისტემა და ჰორიზონტსიქეთა ნავიგაცია. მისიის პრიოროტეტის მიხედვით მას ენერგიის ინსტრუმენტებსშორისი გადანაწილებაც შეუძლია.zoe_1  მარსზე ორიენტაციისთვის კომპასი და GPS არ გამოდგება, Zoë მათ გარეშეც მუშაობს, რეგიონის, ორბიტიდან მიღებული მონაცემებით შექმნილი მოდელის მიხედვით.
ცოცხალი ორგანიზმების მოსაძებნად ყველგანმავალი აღჭურვილია ლიუმინესცენციის მაფოკუსირებელი კამერით, სინჯების ზედაპირული და 1 მეტრამდე სიღრმიდან აღების მოწყობილობით. მიმდინარე ტესტირების მსვლელობისას ყველგანმავალმა 30-40 კილომეტრი ატაკამას ყველაზე უფრო უსიცოცხლო ადგილებში უნდა გაიაროს, დღეში, გრუნტის ორი სინჯის აღებით. Zoë-ს ბორტზე არსებული აპარატურა კი მათ ანალიზს მოახდენს(ვიდეო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.