გერმანელმა და ბრიტანელმა ასტროფიზიკოსებმა, ირმის ნახტომის ცენტრში არსებული ვარსკვლავური ”ხიდის”(ბარი) წარმოშობა ახსნეს(dataqualitynews.com).

ასტრონომებმა ორი გალაქტიკა შეისწავლეს, როემლთაც, როგორც ირმის ნახტომს, წაგრძელებული ამობურცოლობა აქვთ, რომლის ბოლოებიდანაც გალაქტიკის მკლავები იწყება. NGC 4569-სა და NGC 3227-ის ბარზე მათი ზომის ნახევარი მოდის. მილიარდობით წლის წინათ, ირმის ბარიც ასეთივე დიდი უნდა ყოფილიყო.
ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეს განსაკუთრებულება ქრება და მკლავები პირდაპირ ცენტრიდან ამოდიან. ასტროფიზიკოსებმა, ამ პროცესის კომპიუტერული მოდელირება ჩაატარეს.
ამისათვის მათ, წონასწორობა დაკარგული გალაქტიკის იმიტირება მოახდინეს. აღმოჩნდა, რომ ცენტრში ასიმეტრიული სტრუქტურა წარმოიქმნება, რომელიც ფართე ბოლოებიან მექსიკურ ქუდს ჰგავდა, 45 გრადუსიანი დახრილობით. სწორედ ასეთი რამ დაიმზირება NGC 4569-სა და NGC 3227-ში.
სპირალური გალაქტიკა ირმის ნახტომი ვარსკვლავებთან, შავ ხვრელებთან, კოსმოსურ მტვერთან და ბნელ მატერიასთან ერთად, მზეზე 700 მილიარდჯერ მასიურია(ირმის ნახტომის ზუსტი მასა). მისი 88% ბნელ მატერიაზე მოდის. მის ცენტრში კი ზემასიური შავი ხვრელია – მშვილდოსანი A*. მისი ყველაზე უფრო მასიური ჯუჯა მეზობელია – SagDEG. დაახლოებით 4 მილიარდი წლის მერე, ირმის ნახტომი, ადგილობრივი ჯგუფის ყველაზე დიდ გალაქტიკას(ირმის ნახტომი ალყაშია), ანდრომედას შეუერთდება(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; გალაქტიკა ბარითა და ზეახლით).