ელემენტი, რომელიც დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანეს ნაერთს წარმოადგენს, შესაძლებელია, კოსმოსიდან მოვიდა ჩვენთან.
მეცნიერებმა ჯერჯერობით ზუსტი ”რეცეპტი” არ იციან, თუმცა თვლიან, რომ კოსმოსური რადიაციით(რადიაცია ჩვენს გარშემო; რეკორდსმენი სხივები) დასხივებულმა ყინულმა ქიმიური რეაქცია წამოიწყო, რომლის შედეგადაც РР, ან ნიაცინი(ნიკოტინის მჟავა С6H5NO2), მზის სისტემის განვითარების ყველაზე უფრო ადრეულ ეტაპზე წარმოიქმნა. ამ ”კოსმოსურ სამზარეულოში” ყინულისა და მტვრის ნარევმა სიცოცხლისათვის აუცულებელი მოლეკულა შექმნა, რომელიც მოგვიანებით ასტეროიდებისა და კომეტების შემადგენლობაში შევიდა.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ახალგაზრდა დედამიწაზე სხვა კოსმოსური ობიექტების ვარდნისას, ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერებები ხვდებოდნენ – ამინომჟავები და ნიაცინის მსგავსი ვიტამინები. მეტაბოლიზმისთვის აუცილებელი ნიაცინი ადამიანის ორგანიზმში არ წარმოიქმნება, ის გარემოდან ხვდება.
მეტეორიტებში ვიტამინი РР-ს შემცველობა, ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე, 30-დან 600 ნაწილაკს უტოლდებოდა მილიარდზე. გარდა ამისა, იქ, მონათესავე მოლეკულებიც აღმოჩნდნენ – პირიდინკარბონული და პირიდინდიკარბონული მჟავები.
მეცნიერებმა ამ ვიტამინის კოსმოსში წარმოქმნის თეორია ლაბორატორიულ პირობებში გადაამოწმეს. ”ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვიტამინ РР-ს სინთეზი ყინულის ნაწილაკებზეა შესაძლებელი” – ამბობს კვლევის ავტორი ქარენ სმითი(ციური ფოსფორი; კოსმოსური ამინომჟავების სინთეზის ახალი გზა; დნმ-ის არამიწიერი ნაწილები მეტეორიტებში; მეტეორიტების ქიმიურმა მრავალფეროვნებამ მეცნიერები გააკვირა; გალაქტიკა როგორც ბიოსფერო).