„ვენერა ექსპრესის“ მიერ გადმოცემული მონაცემების ანალიზით გაირკვა, რომ ვენერას ატმოსფეროში ღრუბლების გადადგილების სიჩქარე უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში თანდათანობით იზრდებოდა(ESA).
ვენერა თავისი უჩვეულო ატმოსფეროთია ცნობილი, რომელიც პლანეტის გარშემო დიდი სიჩქარით მოძრაობს – ერთი ბრუნი 4 დედამიწისეული დღე-ღამის განმავლობაში. ეს სიჩქარე თვით პლანეტის ბრუნვის სიჩქარისგან სრულიად განსხვავებულია – იქაური დღე-ღამე 243 დედამიწისეულს უტოლდება.
10 ვენერისეული წლის განმავლობაში პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენებში(70 კმ.) არსებულ ღრუბლებზე დაკვირვებით, მეცნიერებმა ხანგრძლივპერიოდიანი, გლობალური ქარების სიჩქარეების შეფასება შეძლეს. „ვენერა ექსპრესი“(ვენერას მზვერავები) პლანეტას 2006 წელს მიუახლოვდა, მაშინ 50 გრადუსიან განედებს შორის, ეკვატორის ორივე მხრიდან, ქარების სიჩქარე 300 კმ/სთ-ს შეადგენდა. ორი დამოუკიდებელი კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ ეს ქარები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და აპარატის მუშაობის განმავლობაში 400 კმ/სთ-ს მიაღწიეს. იაპონელ მეცნიერთა ჯგუფმა(მეორე ჯგუფი რუსეთიდან იყო), ღრუბლებზე ავტომატიზირებული თვალთვალის საკუთარი მეთოდი გამოიყენა. ქარების ხაგრძლივპერიოდიანი ზრდის ფონზე ორივე ჯგუფმა მისი პერიოდული რყევა დააფიქსირა, რაც ადგილობრივ დღე-ღამუღ ციკლთან არის დაკავშირებული, ჰორიზონტის მიმართ მზის სიმაღლესა და პლანეტის ბრუნვის პერიოდზე. კერძოდ, რყევები დაახლოებით 4,8 დღე-ღამიანი პერიოდით ეკვატორთან დაიმზირება, რაც მეცნიერთა აზრით, დაბალი სიმაღლის ატმოსფერულ ტალღებთან არის დაკაშირებული.
იაპონელებმა კიდე ერთი უცნაურობა აღმოაჩინეს, რომელიც ახსნას არ ექვემდებარება. „დაბალ სიმაღლეებზე, პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში, ღრუბლების მოძრაობის ჩვენს მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ 6 წლის განმავლობაში, 255 დედამიწისეული დღე-ღამის პერიოდულობით, ქარის სიჩქარე 70 კმ/სთ-ზე მეტად არ იცვლება“ – ამბობს ტორუ კოუიამა, ინფორმაციული ტექნოლოგიების კვლევის ინსტიტუტიდან(იბარაკი, იაპონია)(მუდმივად ცვლადი შტორმი ვენერაზე; ვენერას იონოსფეროს მესამე მდგომარეობა; ვულკანები ვენერაზე; ქართველების მიერ გადაღებული ვენერას ტრანზიტი(ვიდეო ნასასგან); პოლარული ნათება ვენერაზე?!; ასტრონომებმა ვენერას დღე-ღამის ხანგრძლივობა გაზარდეს; 70-80-იან წლებში რუსულმა ზონდებმა ვენერაზე მიკრობები გადაიღეს?!).
ვენერაზე ქარები გაძლიერდა
Posted by
ძალიან საინტერეს პლანეტაა ვენერა.მისი ბურნვის განსაკუთრებულობა უფრო საინტერესოს ხდის.რამე ხმელეთზე მოძრავი სადგურის გაშვებახო არ იგეგმება ვენერაზე?უზარმაზარი ატმოსფერული წნევა არის მაგრამ შეიძლება რამე პროექტი მზადდება.
ვენერაზე ვენერამავლის გაშვების გეგმების შესახებ არაფერი ვიცი…