ამერიკელმა ასტრონომებმა ზესწრაფი ვარსკვლავური წყვილი აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენს გალქტიკას 800 კმ/წმ. სიჩქარით ტოვებს. სისტემა LP 400-22 პირველად 2006 წელს შეისწავლეს და სწრაფად მოძრავ, ძალიან მცირე მასის თეთრ ჯუჯად (მზის მასის 0,17) ჩათვალეს, თუმცა სამი წლის მერე ჩატრებული ახალი დაკვირვებებით დადგინდა, რომ LP 400-22 ორმაგი ვარსკვლავია. ფერნანდო კამილომ (არესიბოს ობსერვატორია) და უორენ ბრაუნმა (სმიტსონის ობსერვატორია), სხვა მეცნიერებთან ერთად, ოპტიკურ, რადიო და რენტგენის დიაპაზონებში ჩატარებული დაკვირვებების ანალიზით დაადგინეს, რომ ეს ორმაგი ვარსკვლავი 830 კილომეტრი წამში სიჩქარით მოძარობს და ჩვენს გალაქტიკასთან გრავიტაციული კავშირით აღარ არის გაერთიანებული (ე.წ მეოთხე კოსმოსური სიჩქარე, რომლის განვითარების შემთხვეავში ობიექტი გალქტიკის მიზიდულობის ძალას გადაძლევს, მზის ახლო კოსმოსში 550 კმ/წმ-ს უტოლდება. მზე ახლანდელზე (დაახლოებით 217 კმ/წმ.) 2-3-ჯერ მეტი სიჩქარით რომ მოძარობდეს ისიც დატოვებდა გალაქტიკას).
ჰიპერსწრფი ვარსკვლავები პირველად 2000-იანი წლების დასწყისში აღმოაჩინეს – გალქტიკური ცენტრის მიმართ ისინი 500 კმ/წმ. სიჩქარეებით გადადგილდებიან. 2007 წელს, უორენ ბრაუნმა ”აბსურდული” სიჩქარით მოძრავი ვარსკვლავი აღმოაჩინა – 850 კმ/წმ. მზის მიმართ, დღევანდელი დღისთვის ყველაზე სწრაფი ”ჩვეულებრივი”, ანუ მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი (ჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა).
ასტრონომების აზრით, ვარსკვლავი ასეთ სიჩქარემდე გალაქტიკის ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელთან (რა არის გალაქტიკის ბირთვში?) გრავიტაციული ურთიერთქმედების ან მისი ერთ-ერთი კომპონენტის ზეახლად აფეთქების ხარჯზე აჩქარდა. ჰიპერჩქარი ვარსკვლავის ორბიტის შესწავლით, ზემასიური შავი ხვრელისა და გალაქტიკის კიდეზე არსებული ბნელი მატერიის თვისებებზე გარკვეული წარმოდგენების შექმნაც არის შესაძლებელი.
LP 400-22-თვის ეს სიჩქარე ხვრელს არ მიუნიჭებია – მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ ორმაგი ვარსკვლავი გალქტიკის ცენრიდან არ მოდის. არც ზეახლის აფეთქება მომხდარა. ”მისი ორბიტა რამდენიმე სფერულ ვარსკვლავთგროვას კვეთს. დინამიურ ურთიერთქმედებას LP 400-22-სა და სხვა ორმაგ ვარსკვლავებს შორის, ან ცენტრალურ ზემასიურ ხვრელთან მჭიდრო გროვაში, ამ უცნაური ობიექტის წარმომავლობა შეუძლია ახსნას” – აცხადებენ კვლევის ავტორები (გაქცეული ვარსკვლავები; კოსმოსური ლტოლვილები კვლებს ტოვებენ; სამყაროს ჰიპერჩქარი მოხეტიალე პლანეტები; მოხეტიალე პლანეტები; მარტოხელა პლანეტები; სამყაროს ექსტრემალები 2).