სამყაროს ჰიპერჩქარი მოხეტიალე პლანეტები

 გალაქტიკაში არა მარტო ვარსკვლავები, არამედ პლანეტებიც დაეხეტებიან. როგორც მრავალი კველევის შედეგად დადგინა, არა მარტო ვარსკვლავებს შეუძლიათ უზარმაზარი სიჩქარეებით გალაქტიკის სივრცეებში მოძრაობა, არამედ ზოგიერთ პლანეტებსაც.

 7 წლის წინ მეცნიერებმა მარტოხელა მოხეტიალე ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენს გალაქტიკას 2 414 016 კმ/სთ. სიჩქარით შორდებოდა. აღმოჩენამ ძალიან დიდი ინეტერსი გამოიწვია ასტრონომთა შორის. მათ მაშინვე გაუჩნდათ კითხვა: თუ ვარსკვლავებს ასეთი რამ ემართებათ, მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე შეემთხვეთ პლანეტებსაც. შეიძლება, რომ ისინი არ იყვნენ დაკავშირებული რომელიმე ვარსკვლავურ სისტემასთან და ქაოსურად ქროდნენ კოსმოსურ სივრცეებში, თან ძალიან მაღალი სიჩქარით. აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია. არა მარტო თეორიაში, არამედ პრაქტიკულადაც.

 ახლა მეცნიერებს შეუძლიათ თავდაჯერებულად თქმა იმისა, რომ მოხეტიალე პლანეტები გალაქტკებს შორის და გალაქტიკებში შეიძლება დაფრინავდნენ, თან სიჩქარით, რომელიც 48 200 000 კმ/სთ-ს უტოლდება, იდეალურ შემთხვევაში კი უფრო მეტი სიჩქარითაც.

 „ეს ჩქაროსნული მოხეტიალეები ჩვენი სამყაროს ყველაზე სწრაფად მოძრავი ობიექტები არიან“ – ამბობს ასტროფიზიკოსი ავი ლაბი( Avi Loeb), ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრიდან.

 „მე არ ვიცი არანაირი ხვა ობიექტი, რომელსაც ასეთი წარმოუდგენელი სიჩქარით ჩვენი გალაქტიკის დატოვება შეუძლია“ – დასძენს მეცნიერი.

 მოხეტიალე პლანეტების(1) დაფიქსირება ძალიან ძნელია, თუმცა არა შეუძლებელი. მათ მაშინ ამჩნევენ, როცა რომელიმე ვარსკვლავსა და დამკვირვებელს შორის აღმოჩნდებიან ხოლმე(ტრანზიტი)(იმედია ერთი ასეთი ჩვენს პლანეტას არ წამოეწევაUndecided).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.