მოხეტიალე პლანეტები

  გასული წლის მაისში ჟურნალ Nature-ში გამოჩნდა სტატია, რომლის ავტორებმა მოხეტიალე ეკზოპლანეტების რიცხვი დაითვალეს, ანუ პლანეტებისა, რომლებიც არ ბრუნავენ კონკრეტული ვარსკვლავის გარშემო. ობიექტების რეგისტრაციისთვის გამოყენებულ იქნა გრავიტაციული ლინზირების მოვლენა – ვარსკვლავის ხილული მახასიათებლების შეცვლა რომელიმე მასიური ობიექტის გრავიტაციული ველით(უშუალოდ პლანეტის დამზერა შეუძლებელია, რადგან პლანეტები არ ანათებენ).

 მაშინ, გამოიყენეს რა სტატიკური ანალიზი, მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომ მოხეტიალე პლანეტათა რიცხვმა ვარსკვლავების რაოდენობას შეიძლება ორჯერ გადააჭარბოს. ასეთი ობიექტების გაჩენის მთავარ მიზეზად მეცნიერებმა გაუწონასწორებელი ორბიტები დაასახელეს, რომლებზეც მოხეტიალეები ადრე მოძრაობდნენ. ახალი ნაშრომის ჩარჩოებში ასტროფიზიკოსებმა ეს ჰიპოთეზა გადაამოწმეს.

 კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით დადგინდა, რომ ასეთი ობიექტების გაჩენა სხვა მიზეზებითაც შეიძლება მოხდეს. მაგალითად, პლანეტებმა სისტემა მას შემდეგ შეიძლება დატოვონ, რაც ცენტრალური ვარსკვლავი წითელ გიგანტად გადაიქცევა, როცა ვარსკვლავი თავისი პლანეტებით შედის ან ტოვებს გალაქტიკურ მკლავს ან ეჯახება მოლეკულარული წყალბადის სქელ ღრუბლებს.

 მეორეხარისხოვან მიზეზთა შორისაა ვარსკვლავების ზემოქმედება მნათობთა მჭიდრო გროვებში. აღანიშნავია, რომ არსებობს ასეთი ვარიანტიც, რომლის დროსაც გაზური გიგანტები ვარსკვლავურ გროვაში ფორმირებული ვარსკვლავებისვე ნარჩენებისგან ჩნდებიან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.