ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მზის სისტემაში მის გარედან მოხვედრილმა ნაწილაკებმა სხვა მიმართულებიდან დაიწყეს მოსვლა(Science NOW, University of New Hampshire). ცვლილება სულ რაღაც 40 წლის განმავლობაში მოხდა, რაც დროის კოსმოსური მასშტაბებით უმნიშვნელო შუალედია.
მზის სისტემა ადგილობრივ ვარსკვლავთშორის ღრუბელში 23 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობს. ვარსკვლავთშორისი გაზის ნაწილაკები ჰელიოსფეროს შიგნით აღწევენ და შეიძლება აღმოჩენილი იქნან, მაგალითად, კოსმოსური აპარატის IBEX-ის მოწყობილობის მიერ. ახალი მონაცემების მიხედვით, ჰელიუმის ნაწილაკებმა მზის სისტემაში სხვა მიმართულებიდან დაიწყეს შემოსვლა(აპარატ Ulysses მიერ 1990 წელს მიღებული მონაცემებისგან განსხვავებით). ამის გამო მეცნიერებმა 11 სხვადასხვა კოსმოსური აპარატებით, 1972 წლიდან 2011 წლის ჩათვლით, მიღებული მონაცემების შედარება გადაწყვიტეს, რათა დაედგინათ მართლაც ასე ხდება თუ თანამდროვე, უფრო დახვეწილი აპარატურა იძლევა გაცილებით ზუსტ მონაცემებს.
საბოლოოდ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ნაწილაკების ნაკადების მიმართულება მართლაც იცვლება. ეს მოახლოებულ ჰელიოსფერულ ცვლილებებზე მეტყველებს. ჰელიოსფეროს, რომელიც ვარსკვლავთშორის ქარს წინ ეღობება, ფორმა და ზომა მზიური ქარის წნევასა და ვარსკვლავთშორისი გარემოს მაგნიტური ველის ურთიერთ ბალანსზეა დამოკიდებული.
გასული 40 წლის განმავლობაში ვარსკვლავთშორისი ქარის მიმართულება 4-9 გრადუსით შეიცვალა, თუ ცვლილება გაგრძელდება ჰელიოსფერო მნიშვნელოვნად დეფორმირდება. მისი შესუსტების გამო დედამიწას სიცოცხლისათვის ზიანის მომტანი გალქტიკური კოსმოსური სხივების დიდ რაოდენობასთან შეხვედრა მოუწევს.
მეცნიერები ვერ შეთანხმებულან, თუ რითი შეიძლება იყოს გამოწვეული ვარსკვლავთშორისი ქარის მიმართულების ცვლილება: ერთნი თვლიან, რომ მზის სისტემა ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბლიდან სხვა რეგიონში გადადის, განსხვავებული მიმართულების ქარით(თუმცა ამ ღრუბლიდან გამოსვლა მხოლოდ 10-20 ათასი წლის მერეა მოსალოდნელი), სხვების აზრით, ეს მხოლოდ ლოკალური ტურბულენტური ზონაა ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბლის შიგნით(მზის სისტემის საბაჟო:”მაგნიტური ჩქაროსნული გზები”; კოსმოსური სხივების წყარო; გველისმაგვარი ხვეულები ჩვენს გალაქტიკაში).
ვარსკვლავთშორისმა ქარმა მიმართულება შეიცვალა
Posted by
interesna..
is ori aparati rom iyo amerikuli saxeli damavicyda magatma ra qnes kide ar gacdnen mzis sistemas? tu buqsaoben iseve?
🙂
voiajeri )) gamaxsenda