სისტემა ლუმან -16, მესამეა მზიდან დაშორების მიხედვით, რომელიც უკვე პლანეტური სისტემაც არის (arXiv).
ასტრონომთა ჯგუფმა, ანრი ბოფინის ხელმძღვანელობით, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიიდან (ჩილე), ჩვენიდან 6,6 სინათლის წლით დაშორებული ლუმან-16-ის შესასწავლად, ყველაზე დიდი ტელესკოპი გამოიყენა (VLT). დაკვირვებები ყოველ 5-6 დღეში ტარდებოდა, 2013 წლის 14 აპრილიდან, 22 ივნისამდე.
გამოყენებული ინსტრუმენტების მაღალი მგრძნობელობის ხარჯზე, ორივე ყავისფერი ჯუჯის საერთო მასათა ცენტრის გარშემო ბრუნვაში არსებული უმცირესი გადახრები ათჯერ მეტი სიზუტით იქნა გაზომილი, ვიდრე ოდესმე მომხდარა – რამდენიმე მეათასედი კუთხური წამის სიზუსტით. ეს იგევა, რომ პარიზში მყოფმა დამკვირვებელმა, ნიუიორკში მყოფი ადამიანის ადგილმდებარეობა 10 სანტიმეტრის სიზუსტით დაადგინოს (როგორ ეძებდნენ ეგზოპლანეტებს).
ლუმან-16-ში, როგორც გაირკვა, ეგზოპლანეტაც არის, დედამიწიდან სიშორით მეორე, კენტავრის B-ეს მერე, რომელიც შარშან აღმოაჩინეს.
დადგინდა ორივე ჯუჯის მასებიც: 30-50 იუპიტერის მასა. გარდა ამისა, მასათა ცენტრის გარშემო მათი ბრუნვის პერიოდიც – 20 წელიწადი. რაც მთავარია, ტრაექტორიიდან გადახრები, მესამე ძალის არსებობაზე მიუთითება, რომელიც ორივე სუბვარსკვლავური (ყავისფერი ჯუჯები არშემდგარი ვარსკვლავებია, მცირე მასის გამო მათში თერმობირთვული რეაქცია არ მიმდინარეობს) ობიექტის მოძრაობაზე ახდენს ზეგავლენას (ყველზე ცივი ყავისფერი ჯუჯა).
ლუმან-16-ის ჯუჯა ვარსკვლავები ძალიან მკრთალები არიან, ამიტომ სიახლოვის მიუხედავად მათი აღმოჩენა მხოლოდ 2013 წელს მოხერხდა. კომპანიონი ეგზოპლანეტის ტრანზიტით დანახვა კი საერთოდ შეუძლებელი იქნება. ამის გამო სიახლოვით მეორე ეგზოპლანეტის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.
ლუმან-16, კენტავრის ალფას უახლოესი სისტემაა. ახლა უკვე ცნობილია, რომ ორივეში მაქსიმუმ თითო ეგზოპლანეტაა. ეს დასაწყისია, ხვალინდელი ტელესკოპები სხვებსაც აღმოაჩენს (პლანეტები კენტავრის პროქსიმასთან; გალაქტიკის ასაკის ყავისფერი ჯუჯები; ერთბაშად ორი).