ESA-ს ახალი კოსმოსური ტელესკოპი

 როგორც ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, ვარსკვლავების მკვლევარი ახალი ტელესკოპის სტარტი 19 დეკემბრისთს არის დაგეგმილი(esa).
ევროპის კოსმოპორტის ტერიტორიაზე(ფრანგული გვიანა) კოსმოსური ტელესკოპის – Gaia, სტარტისათვის აქტიური მზადება მიმდინარეობს. ტელესკოპი ირმის ნახტომის ვარსკვლავების კვლევისა და გალაქტიკაში მათი გადანაწილების დეტალური რუკის შესადგენად არის შექმნილი(ESA პროექტ Gaia-ს განხორციელებაზე მუშაობას აგრძელებს).
კოსმოსური მკვლევარი ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხილულ(ოპტიკურ) დიაპაზონში იმუშავებს. მას ლაგრანჟის მეორე წერტილზე(L2) გაიყვანენ(ანუ ვერ მოხერხდება სარემონტო სამუშაოების ჩატარება რაიმე გაუთვალისწინებელის შემთხვევაში), რომელიც მზის მდებარეობის საწინააღმდეგო მხარეს, დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ამ წერტილში ტელესკოპის მგრძნობიარე აპარატურა მზის გამოსხივებისგან დედამიწის ჩრდილით იქნება დაცული. სინათლისა და სითბოსაგან მაქსიმალურად დასაცავად ტელესკოპი გასაშლელი ეკრანით იქნება არჭურვული, რომლის ფართობი 100 კვადრატული მეტრია(ჯეიმს უების ახელობის ტელესკოპი(1)).
სავარაუდოდ, ”გაია”-ს საშუალებით ჩვენი გალაქტიკის ყველაზე უფრო ზუსტი სამგანზომილებიანი რუკა იქნება შედგენილი კოორდინატების მითითებით, მილიარდამდე ვარსკვლავების მოძრაობის მიმართულება და ფერები. გარდა ამისა, ტელესკოპმა 10 000-მდე ეკზოპლანეტა უნდა აღმოაჩინოს, ასევე მზის სისტემის ასტერიოიდები და კომეტები(ასტრონომებმა დედამიწის გალაქტიკური მისამართი დააზუსტეს; რამდენი გალაქტიკა და ვარსკვლავია ჩვენს სამყროში; ვარსკვლავური ჰალო ირმის ნახტომის კიდეზე; „პლანკმა“ გალაქტიკური მხუთავი გაზის რუქა შეადგინა; ჩვენი გალაქტიკისა და სამყაროს ფერი; გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.