უცხოური მასმედიის საშაულებებით ხმა გავრცელდა, რომ თითქოს, 21-დან 23 დეკემბრის ჩათვლით დედამიწა სიბნელეში ჩაიძირება, რომ ეს ნასას წარმომადგენლებმაც დაადასტურეს… მსგავს აპოკალიფსს ორი წლის წინათაც გვპირდებოდნენ – 2012 წლის 21 დეკემბრისთვის, თუმცა, როგორც ხედავთ არანაირი გლობალური კატასტროფა არ მომხდარა. ტიბეტელი ლამა – შამბალელი მისანი, სრული წყვდიადისა და სიჩუმის დადგომით გვაშინებდა 🙂 (დასასრულის დასაწყისი ან რატომ არ იქნება სამყაროს დასასრული?; მაიას კიდევ ერთი კალენდარი – გისურვებთ ბაკტუნს).
მეცნიერების თქმით, ”უკუნეთში ჩაძირვა” უბრალოდ შეუძლებელია. როგორია მზიური ქარიშხლის მექანიზმი? ეს მოვლენა მზიური ნაკადებით გამოწვეული შეშფოთებებით ჩნდება, როცა მზიდან ამოფრქვეული ელემენტარული ნაწილაკები ჩვენი პლანეტის მაგნიტოსფეროს ეჯახებიან.
ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები მზეზე იშვიათობა არ არის. ერთ-ერთი მათგანი 2012 წლის 23 ივლისსაც დაიმზირებიოდა(ივლისში კინაღამ აპოკალიფსი მოხდა). მაშინ ნასას სახელგანთქმულმა ობსერვატორიამ – SOHO, მზიური მასების ამოფრქვევა დააფიქსირა, სიჩქარით 2880-3520-მდე კილომეტრი წამში. ექსპერტთა განცხადებით, ეს იყო აქამდე დაფიქსირებულთა შორის ყველაზე უფრო სწრაფად მოძრავი კორონალური ამოფრქვევა.
კორონალური მასის აქტიურობა მზიდან 1 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე(1 ა.ე. = 150 000 000 კმ. = 8,3 სინათლის წუთი, მანძილი დედამიწიდან მზემდე) 80 ნანოტესლას უტოლდებოდა, რაც 2003 წელს მომხდარი(”კომპიუტერულ” ეპოქაში დაფიქსირებულ ყველაზე ძლიერი მზიური ქარიშხალი) გეომაგნიტური ქარიშლხის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ამასთან ერთად, ამოფრქვევას ფოტონების მძლავრი ნაკადიც ახლდა: ტყუპი ”სტერეოებიდან”(მზის მთლიანი გამოსახულება) ერთ-ერთმა დამუხტულ ნაწილაკთა საერთო რაოდენობის 100-ჯერ მატება დაარეგისტრირა.
ბოლოს ასეთი ”სუპერ ქარიშხალი” 1859 წლის 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ბობოქრობდა. ჩვენს მნათობზე უამრავი ლაქები და ანთებები აღინიშნებოდა. ყველაზე უფრო მძლავრი, 1 სექტემბრის ანთება, ბრიტანელმა ასტრონომმა რიჩარდ ქერინგთონმა დაარეგისტრირა(მრისხანე მზე). კორონალურმა ამონაფრქვევმა 18 საათის მერე მოაღწია დედამიწამდე, ანუ დაახლოებით 2300 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობდა. ჩვეულებრივ, ნაკადი ჩვენს პლანეტამდე რამდენიმე დღის მერე მოაღწევას ხოლმე, რადგან 1000 კმ/წმ-ზე ნაკლები სიჩქარით გადაადგილდება. ”სუპერ ქარიშხალს” უკვალოდ არ ჩაუვლია. 1-2 სექტემბერს პოლარული ნათება კუბასა და იამაიკაზეც კი ჩანდა, რაც დედამიწის სფეროს ამ რეგიონებისთვის სრულიად არატიპიურია. მთლიანად იქნა შეწყვეტილი სატელეგრაფო კავშირი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
ამჯერად, მონაჭორი ბოლო 250 წლის განმავლობაში მომხდართა შორის ყველაზე ძლიერ მზიურ ქარიშხალს გვიპრდება, თან, რატომღაც 16 დეკემბრიდან… მზის სინათლის 90% ”ბლოკირებული” იქნება… ციტირებდნენ ნასას დირექტორის ჩარლზ ბოლდენის ”ნათქვამს”. ამის გამო ნასას, კომენტარის გაკეთებაც მოუხდა, რომ პანიკური ინფორმაცია ტყუილია. აქტიურ ფაზაში(მზიური ციკლების პროგნოზირების ახალი მეთოდი) გადასული მზისგან ნამდვილად უნდა ველოდეთ ქარიშხლებს, რაც დედამიწის მაგნიტური ველის შეშფოთებებს გამოიწვევს და არა მზის დაბნელებას, მით უმეტეს ხსენებული მასშტაბისა… მაქსიმუმი, რაც შეიძლება დაგვემუქროს, ეს არის ხარვეზები ელექტროტექნიკის მუშაობაში და მეტეომგრძნობელობით გამორჩეული ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება(2011 – პლაზმის კოლოსალური ამონაფრქვევი; აქტიური მზე).