მრისხანე მზე

 მზის აქტიურობა და მისი ზემოქმედება ჩვენი პლანეტის მაგნიტურ ველზე ე.წ. კოსმოსურ ამინდს განაპირობებს, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის ცხოვრებაზე კიდევ უფრო მეტ გავლენას ახდენს (მზე).

 კოსმოსური ამინდის შესწავლა 1859 წლიდან დაიწყო, როცა ბრიტანელმა ასტრონომმა რიჩარდ ქარინგტონმა, ქაღალდზე პროეცირებულ მზის გამოსახულებაზე ლაქათა დიდი დაჯგუფება დაინახა (დიდი ლაქა მზეზე), რაც მალევე, ელვარე ანთებით შეიცვალა. მომდევნო დღეს კიდევ უფრო უცნაური მოვლენები დაფიქსირდა: დედამიწა ნათელმა მოიცვა, პოლარული ნათება ტროპიკულ სარტყელზეც დაიმზირებოდა. მაშინდელი კავშირგაბმულობის ერთად-ერთი საშუალება – ტელეგრაფი, კიდევ უფრუ უცნაურად იქცეოდა: გამტარებიდან ნაპერწკლები ხტებოდა, ტელეგრაფი კი აკუმულატორების გარეშეც მუშაობდა. ეს ყველაფერი მზიდან მომდინარე მაგნიტური ქარიშხლით იყო გამოწვეული, რომელსაც შემდეგ ”ქარინგთონის მოვლენა” უწოდეს.

 ჰელოუინის ქარიშხალი

 დიდი ხნის განმავლობაში ეს მოვლენა ყველაზე ძლიერ მზიურ ქარიშხლად ითვლებოდა. 2003 წლის ოქტომბერში, გიგანტური მზიური ანთებით, ჩვენმა მნათობმა რეკორდის მოხსნა გადაწყვიტა. ამ მაქსიმუმის დამთხვევის გამო ყველა წმინდანის დღესთან, ”ჰელოუინის ქარიშხალი” შეარქვეს. ქარიშხალი მართლაც რომ ხულიგნურად იქცეოდა, ყველაფერი კი 630 მილიონი დოლარის ღირებულების თანამგზავრის ADEOS II (იაპონია-ამერიკა-საფრანგეთი), მწყობრიდან გამოსვლით დაიწყო.

 მაღალენერგიულ ელექტრონთა ნაკადმა (ბუნებრივი ამაჩქარებელი დედამიწასთან ახლოს; ელექტრონის მოძრაობა ვიდეოკამერით გადაიღეს), ჩვეულებრივზე ასჯერ მეტი ინტენსიურობით, მზის ბატარეების ორიენტაციის სისტემა დააზიანა, თანამგზავრი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და მართვის ცენტრთან კავშირი დაკარგა.

 დედამიწამდე მოსული დამუხტული ნაწილაკების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ თვითმფრინავების აკიპაჟებისა და მგზავრების ჯანმრთელობას, პოლარულ რეგიონებთან, რადიაციული საფრთხე დაემუქრა, რის გამოც ათეულობით რტანსპოლარული რეისი სხვა მარშრუტებზე გადაამისამართეს (ეს კი მეტი რაოდენობის საწვავის გამოყენებასთან არის დაკავშირებული). პოლარულ რეგიონებთან კავშირი დაირღვა, ერთი დღე-ღამის განმავლობაში არ მუშაობდა თანამგზავრული ნავიგაცია, მწყობრიდან გამოვიდა ენერგომომარაგების ზოგიერთი სეგმენტი.

 დამანგრეველი ძალა

 ეს შემთხვევა გვიჩვენებს, რამდენად დაუცველია თანამაედროვე ტექნოგენური ცივილიზაცია ასეთი მოვლენებისგან. მზიური ქარიშხლები, დედამიწის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებისას, ბევრ სხვადახვა დამაზიანებელ ეფექტებს იწვევს. ანთებები მაღალენერგიულ ფოტონებს აჩენს – რენტგენისა და ულტრაიისფერი დიაპაზონის. იონოსფეროს შეშფოთების გამო ირღვევა რადიოკავშირი, ხოლო ატმოსფეროს გათბობა მის გაფართოებას იწვევს, რის გამოც დაბალ ორბიტებზე მოძრავი თანამგზავრები მუხრუჭდება.

 იონოსფერული შეშფოთებები ჰორიზონტს იქეთა რადარებსაც ”აბნევს”, ეს სიტემა კი სარაკეტო თავდასხმის ადრეული შეტყობინებისთვის არის შექმნილი (შეიძლება ომის პროვოცირების მიზეზი გახდეს). ირღვევა თანამგზავრული ნავიგაციის სისტემა, რომელსაც სხვადახვა კომერციული დანუშნულება გააჩნია – ნავთობის მოპოვებიდან, სამოქალაქო ავიაციამდე. გეომაგნიტური ველის შეშფოთებები დედამიწის ზედაპირთან, ლითონის მილებში დენების ინდუცირებას ახდენს (კოროზია და მილების მდგომარეობის არასწორი დიაგნოზი), ასევე ელექტროგადამცემ ხაზებსა (ტრანსფორმატორები) და რკინიგზის ლიანდაგებში (ზიანდება სხვადასხვა სიგნალების მიმცემი მოწყობილობები (2012 წლის ივლისში კინაღამ აპოკალიფსი მოხდა).

 მზიდან ამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკები კოსმოსური სადგურის აპარატურას აზიანებს და ასტრონავტების მიერ მიღებული რადიაციის საერთო დოზას ზრდის (2003 წელს ეკიპაჟი სპეციალურ ნაკვეთურში (”ვარსკვლავი”) გადაიყვანეს).

 გაფრთხილება

kosm amindis tanamgzavrebi

 კოსმოსური ამინდი მზიური ფოტონების, დამუხტული ნაწილაკების, პლაზმური ღრუბლებისა და დედამიწის მაგნიტოსფეროს ურთიერთქმედებათა რთულ პროცესს წარმოადგენს, თუმცა მეცნიერები მისი პროგნოზირების შესაძლებლობის დადგენაზე აქტიურად მუშაობენ.

kosm amindis tanamgzavrebi 2

 ადამიანი ქარიშხლის ცენტრში

 შეუძლია თუ არა მზიური აქტიურობით გამოწვეულ მაგნიტურ შეშფოთებებს პირდაპირი ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე?

 ამ ზეგავლენას, ბიოფიზიკის სპეციალური დარგი – ჰელიობიოლოგია იკვლევს. მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს: ზოგიერთი დაავადებებისთვის, მზიური აქტიურობის ცვლილებასთან დაკავშირებული გარკვეული კორელაცია შეიძლება დავინახოთ, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ კორელაცია მხოლოდ დამთხვევაა, და არა მიზეზ-შდეგობრივი კავშირი.

 ბევრი მეცნიერი გეომაგნიტური ქარიშხლების ადამიანზე პირდაპირი ზემოქმედების იდეას სკეპტიკურად უყურებს, იმაზე მინიშნებით, რომ ტექნოგენური წარმომავლობის ველის ამპლიტუდა ამ შეშფოთებებისაზე გაცილებით მაღალია (საშუალო განედებზე ათულობითა და ასეულობით ნანოტესლა).

 კოსმოსური ფიზიკის ინსტიტუტის (IRF) თანამშრომელის, რიკ მაკგრეგორის (კირუნა.შვედეთი) თქმით, ქალაქის მაცხოვრებელთა სხვადასხვა სამედიცინო მაჩვენებლების კვლევამ, რომელსაც IRF წლების განმავლობაში ატარებს, მსგავსი ვერაფერი გამოავლიანა (აქტიური მზე; მზის აქტიურობის კავშირი იუპიტერთან; მილანკოვიჩის ციკლები).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.