რამდენად შორს ვხედავთ? ყველაფერი, რისი დანახვაც შეგვიძლია და ყველაფერი, რისი დანახვაც შეგვეძლებოდა, ჩვენი თვალი ყველა ტიპის რადიაციის მიმართ მგრძნობიარე რომ ყოფილიყო – ეს, დაკვირვებადი სამყაროა. ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში ყველაზე შორს, რაც შეგვიძლია დავინახოთ, არის კოსმოსური მიკროტალღური ფონი (CMB), რომელიც 13,8 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა, როდესაც სამყარო გაუმჭვირვალე იყო, როგორც სქელი ნისლი. ჩვენს გარშემო არსებული ზოგიერთი ნეიტრინო და გრავიტაციული ტალღა კიდევ უფრო ადრე წარმოიშვა, მაგრამ კაცობრიობას ჯერ არ აქვს მათი აღმოჩენის ტექნოლოგია. ეს სურათი ასახავს დაკვირვებად სამყაროს, რომლის მასშტაბიც მანძილის მატებასთან ერთად სულ უფრო მცირდება. ცენტრში არის დედამიწა და მზე, რომლებიც გარშემორტყმულია ჩვენი მზის სისტემით; მის მიღმა კი ახლომდებარე ვარსკვლავები, ახლომდებარე გალაქტიკები, შორეული გალაქტიკები, ადრეული მატერიის ძაფები და CMB. კოსმოლოგები, ზოგადად, ვარაუდობენ, რომ ჩვენი დაკვირვებადი სამყარო უფრო დიდი მთლიანობის ახლო ნაწილია, რომელიც ცნობილია როგორც „სამყარო“, სადაც ფიზიკის იგივე კანონები მოქმედებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე ტიპის პოპულარული, მაგრამ ჰიპოთეტური წინადადება, რომ ჩვენი სამყარო კიდევ უფრო დიდი მრავლობითი (მულტი) სამყაროს ნაწილია, სადაც შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ფიზიკური მუდმივები, შეიძლება მოქმედებდეს ფიზიკის სხვადასხვა კანონები, შეიძლება არსებობდეს უფრო მეტი განზომილებები ან შეიძლება არსებობდეს ჩვენი სტანდარტული სამყაროს ვარიანტები (თქვენი კიდევ ერთი ვერსია პარალელურ სამყაროში), რომლებიც ერთმანეთისგან შემთხვევითი გზებით არის განსხვავბეული (ხილული სამყაროს ჰორიზონტი).