ამ დეტალურ გამოსახულებაზე, აქტიური გალაქტიკა გედი A, ელექტრომაგნიტური გამოსხივების ყველა სპექტრშია გადაღებული. ორბიტული ”ჩანდრა”-დან რენტგენის დიაპაზონში მიღებული მონაცემების მიხედვით (ცისფრად), დაბალი ენერგიის გამოსხივებით ცნობილი გედი A, მაღალი ენერგიის რენტგენის სხივების უზარმაზარი წყაროც არის. დედამიწიდან 600 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე რადიოგალაქტიკა გედი A, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ელვარე ობიექტია რადიო ტელესკოპებისთვის. რადიოგამოსხივება (წითლად), ბირთვის ორივე მიმართულებით, ერთ ღერძზე, 300 ათასი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. ენერგიით მას რელატივისტური (სინათლის სხივის მახლოებლი სიჩქარე) ნაწილაკებისგან შემდგარი ჭავლები (ჯეტები) კვებავს, რომლებიც ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელიდან იფრქვევა. ცხელი ლაქები, ალბათ, ამ ჯეტების ბოლოები უნდ აიყოს, რომლებიც შემომფარგლავ ცივსა და სქელ მატერიას ეხლება. საერთო სურათს ოპტიკური დიაპაზონით (ყვითლად) მიღებული მონაცემები ავსებს. გამოსახულება ორბიტული ”ჰაბლი”-ის საშულებით გაკეთდა, ხოლო მისი შემომფარგლავი სივრცე, ცის ციფრული დამზერის მონაცემებით (აქვს თუ არა ჩვენი გალაქტიკის ზემასიურ ხვრელს ჯეტები?).
გედი A
Posted by