ადრეული პერმული გაქვავებული ტყის ხის ანალიზმა, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰემნიცში აღმოაჩინეს, მზის აქტიურობის მუდმივი ხასიათის განსაცვიფრებელი დეტალები გამოავლინა. გაირკვა, რომ 290 მილიონი წლის წინათ, როგორც ახლა, მზის 11 წლიანი აქტიურობის ციკლი დაიმზირებოდა, რომელიც მის მაგნიტურ ველთან არის დაკავშირებული. დედამიწის კლიმატზე ზემოქმედების გამო, ეს ციკლები იმ ეპოქის გაქვავევბული ხის რგოლთა სისქეზე აისახა.
მზის ციკლების შესახებ, ასევე, საუკუნოვან ხეებში არსებული ნახშირბადის იზოტოპის (C14) მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომელიც მზის მომატებული რადიაციითა და კოსმოსური სხივების ზემოქმედებით ჩნდება ატმოსფეროში (რეკორდსმენი სხივები). კიდევ ერთი იზოტოპი, ბერილიუმ-10, რომელიც ჩვენი მნათობის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, ანტარქტიკისა და გრენლანდიის ყინულებშია დაგროვებული (ბირთვული დაშლა და სინთეზი).
ტყე, რომელიც თანამედროვე ჰემნიცის ადგილზე იზრდებოდა, ხისმაგვარი გვიმრისგან (Psaroniaceae), ბალახისგან, მარცვლოვანი გვიმრისგან და ხვიარა (Cordaitales) მცენარეებისგან შედგებოდა. მაშინდელი კლიმატისთვის, ნოტიო და მშრალი სეზონების მიმდევრობა იყო დამახასიათებელი, რაც ხის წრიული რგოლების წარმოქმნის მიზეზია – სწორედ ამ რგოლების სისქის ვარიაციის მიხედვით მოხერხდა მაშინდელი მზიური ციკლების რეკონსტრუირება.
ნაშრომის ავტორებმა, სულ 43 კარგად შემონახული გაქვავებული მცენარეების განივი ჭრილები შეისწავლეს, მთლიანობაში, 1917 წლიური რგოლი (მათ შორის ყვეალზე ხნიერ ხეს, დაღუპვის მომენტისთვის 77 რგოლი ჰქონდა). ბევრი მათგანი ვერტიკალურ მდგომარეობაშივე იქნა ჩამარხული, ანუ იზრდებოდნენ ერთ დროს, რითაც მათი წლიური რგოლების ურთიერთშედარება გახდა შესაძლებელი. შექმნილი იქნა ერთიანი დენდროქრონოლოგიური სკალა, რომელიც ამ ტყის არსებობის უკანასკნელ 79 წელს მოიცავდა.
წლიური რგოლების გასქელებისა და შეთხელების ციკლები, შესწავლილი მცენრაეებიდან 30-ს, ერთნაირი ჰქონდა. 79 წლის განმავლობაში, სანამ ვულკანის ამოფრქვევა მოხდებოდა, პერმული პერიოდის ხეებში 9-11 წლიანი 6 ციკლური მიმდევრობა აისახა. ციკლის საშუალო ხანგრძლივობა 10,62 წელიწადს შეადგენს, რაც 11 წლიან მზიურ ციკლს შეესაბამება (დღევანდელი დღისთვის 11,12 წელი, თუმცა დაიმზირებოდა 9-დან 13,7-მდე წლიანი ვარიაციებიც).
მზიური აქტიურობის 11 წლიანი ციკლების რეგისტრირება XVII საუკუნიდან დაიწყო, როცა მზის ლაქებზე დაკვირვებისთვის თავსებადი ტელესკოპები შეიქმნა. ციკლის დასაწყისში, მზის ზედაპირზე ძალიან ცოტა ლაქაა, შემდეგ კი მათი რაოდენობა იზრდება და მერე ისევ იკლებს. მზის ლაქები, შედარებით დაბალი ტემპერატურის მქონე ადგილებია, სადაც მაგნიტური ველი, ფოტოსფეროს აქტიურობას ახშობს. 11 წელიწადში ერთხელ, მზის პოლუსები ადგილებს უცვლის ერთმანეთს და ერთი ვერსიის მიხედვით, სწორედ ამ რევერსიის პროცესი უნდა განსაზღვრავდეს მზის ლაქების რაოდენობის ცვლას (გადატრიალება მზეზე).
ცნობილია, რომ 11 წლიანი აქტოურობის პიკი ძლიერ შეიძლება ვარირებდეს. მაგალითად, 1645-17715 წლებში, ე.წ. მაუნდერის მინიმუმი დაიმზირებოდა (მზეზე დამზერის არქივიდან (მზე გამყინვარებით გვემუქრება?!)). 11 წლიანი აქტიურობის პიკზე, იმ პერიოდში, გაცილებით ნაკლები ლაქა გაჩნდა, ვიდრე მანამდე და მერე (რუსი მენციერების აზრით, ეს ჩავარდნები 350-400 წელიწდში ერთხელ ხდება და ახლა ერთ-ერთ მათგანთან ახლოს უნდა ვიყოთ) (ლაქების გარეშე დარჩენილი მზე). მზის ქცევის ხანგრძლივპერიოდიანი კანონზომოერების შესახებ არაფერი ვიცით, ამიტომ როგორი იქნებოდა შორეულ წარსულში, ძნელი სათქმელია.
მიუხედავად ამისა, ჰემნიცის პერმული ხის მერქანი იმაზე მეტყველებს, რომ მსგავსი მოვლენები მაშინაც ხდებოდა, შესაბამისად, მზე დაახლოებით იგივენაირად იქცეოდა, როგორც ახლა. რა თქმა უნდა, მზიური აქტიურობა ამ ხის რგოლებზე ირიბი ზემოქმედებით აისახა. კერძოდ, მზის მეგნიტური ველის პერიოდული გააქტიურება, მზის სისტემაში კოსმოსური სხივების შემოღწევას აფერხებს (ფორბუშის ეფექტი).
ცნობილია, რომ კოსმოსური სხივები ატმოსფეროს იონიზაციას იწვევს, რაც ღრუბლების წარმოქნის პროცესს აძლიერებს (CERN-ში კოსმოსური სხივების კლიმატზე ზემოქმედების ფაქტი დაამტკიცეს). შესაბამისად, ნალექების მოსვლა, ხსენებული 11 წლიანი ციკლებით არის რეგულირებული, რაც თავის მხრივ, მერქნის ზრდას აჩქარებს ან ანელებს. სწორედ ამ მექანიზმმა გადააქცია პერმული ტყე, როგორც ნაშრომის ავტორები თვლიან, მზის აქტიურობის რეგისტრატორად.
გვიანი დევონის დროინდელი გაქვავებული ტყეებიც არის აღმოჩენილი და თუ ყველა ამ ნამარხებს შევისწავლით, თეორიულად, მზის უკანასნელი 400 მილიონი წლის ისტორიის რეკონსტრუირებას შევძლებთ, რაც მნათობის არსებობის დროის 10%-ს შეადგენს (აქტიური მზე; მილანკოვიჩის ციკლები; გამყინვარების ეპოქა შევაჩერეთ…; მზე).