ლაქების გარეშე დარჩენილი მზე

 3 ივნისიდან მზეზე არც ერთი ლაქა აღარ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მზის აქტიურობის 11 წლიანი ციკლის მინიმუმი დაწყო.

 მზის ლაქები, მნათობის ფოტოსფეროში ძლიერი მაგნიტური ველების ამოსვლის ადგილებია. მზის დისკოზე ისინი, დანარჩენ მონაკვეთებზე 1500 გრადუსით ნაკლები ტემპერატურის მქონე ბნელი ლაქების სახით წარმოგვიდგება.

 11 წლიანი მზიური აქტიურობის ციკლს შვაბე-ვოლფის ციკლსაც უწოდებენ. მზიური აქტიურობის ციკლს, ლაქების რაოდენობის სწრაფი ზრდა(4 წლის განმავლობაში) და მათი რაოდენობის კლების შედარებით ნელი ტემპი(დაახლოებით 7 წელი) ახასიათებს(გადატრიალება მზეზე).

 მზიური აქტიურობის კლებას, ულტრაიისფერი გამოსხივების შემცირება ახლავს თან, რაც დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენების გაცივებასა და დაშლას იწვევს. ჰელიოსფერო იკუმშება და ვარსკვლავთშორისი სივრცე დედამიწასთან ახლოს ინაცვლებს, რის შედეგადაც ჩვენს პლანეტამდე ღრმა კოსმოსიდან მოსული გამოსხივების მეტი ინტენსიურობის მქონე ნაკადები მოედინება. აქტიურობის შემცირების დადებით მხარედ კი მაგნიტური ქარიშხლების სიძლიერის კლება შეიძლება ჩაითვალოს(აქტიური მზე; მზე გამყინვარებით გვემუქრება?!; მზის სხივები – გავირუჯოთ სწორად; დიდი ლაქები მზის დისკოზე; მბრუნავი მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.