კოსმოსურმა ხომალდმა New Horizons(“ნიუ ჰორაიზონს”, ახალი ჰორიზონტები), რომელიც ახლა პლუტონის ორბიტის იქეთაა, დედამიწიდან 6,44 მლრდ.კმ-ს მანძილზე, ენერგეტიკული ხელმოწერა აღმოაჩინა, რომელიც მზის სისტემის შემომფარგლავ წყალბადის “კედელს” ეკუთვნის. ეს მონაცემები, მისია ვოიაჯერის აპარატების მიერ 30 წლის წინათ გადმოცემულ მონაცემებს ემთხვევა, ახალი გაზომვებით ის საზღვრები დაზუსტდა, სადამდეც ჩვენი მნათობის ზეგავლენა ვრცელდება(ვოიაჯერები 2025 წლამდე იმუშავებენ).
მზე უზარმაზარი რაოდენობის ნაწილაკებს აფრქვევს გარემო სივრცეში, ძირითადად, წყალბადის იონებს. ენერგიის ნაწილის დაკარგვასთან ერთად, ეს ნაწილაკები მუხრუჭდება, მათი გაჩერების ადგილზე კი სფეროს ფორმის წყალბადის ღრუბელი წარმოიქმნება, რომელიც მთელ მზის სისტემას შემოფარგლავს.
მეცნიერებმა დაკვირვებები ულტრაიისფერ დიაპაზონში ჩაატარეს, ახალ ჰორიზონტებზე არსებული ისნტრუმენტით Alice. მზიდან გარკვეულ მნძილზე ფოკუსირების მერე, ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსიურობის მატება იქნა რეგისტრირებული, რომლის წყარო მზის სისტემის კიდეზე დაგროვებული წყალბადის ატომებია, რომლებიც იქამდე მისულ მზის ქართან ურთიერთქმედებენ და ერთგვარ წყალბადის “კედელს” ქმნიან. ამ კედლის 30 წლის წინათ გაზომილი ენერგეტიკული ხელმოწერა გაცილებით სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ახალი გაზომვა გვიჩვენებს. მეცნიერთა თქმით, გაზომილი სიგნალის წყაროს სულ სხვა ბუნება შეიძლება ჰქონდეს, რაც აუცილებლად უნდა დადგინდეს.
“ახალი ჰორიზონტები” ახლა თავის ახალ სამიზნესთან შესახვედრად ემზადება, ეს არის ასტეროიდი MU69(New Horizons-ის ახალი სამიზნე, 2014 MU69, იმაზე მეტად უჩვეულოა, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ), კოიპერის კლასის ობიექტთა 30 კილომეტრიანი წარმომადგენელი. ასტეროიდთან გავლის მერე, აპარატი მზის სისტემის კიდეებისკენ გააგრძელებს გზას, ხოლო 2030 წელს მზიდან ისეთ მანძილზე აღმოჩნდება, როგორზეც “ვოიჯერები”(სად არის ”ვოიაჯერ 1”?).