ახალგაზრდა ვარსკვლავთან პლანეტები იბადებიან

 ასტრონომებმა, ახალგაზრდა ვარსკვლავის – HL Tauri, გამოსახულება მიიღეს, რომლის გარშემოც პლანეტები ფორმირდებიან(ESO).

 ახალგაზრდა ვარსკვლავი HL Tauri, კუროს თანავარსკვლავედში მდებარეობს, დედამიწიდან 450 სინათლის წლის მანძილზე. მილიონი წლის ვარსკვლავი მტვრის რგოლებით არის შემოსაზღვრული. ეს პროტოპლანეტური დისკო სიცარიელეებით გამოყოფილი რგოლებისგან შედგება. მეცნიერთა აზრით, სიცარიელეები ფორმირების პროცესში მყოფმა პლანეტებმა წარმოქმნა. აქამდე ითვლებოდა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავებთან ასეთი პროცესები არ მიმდინარეობდა.

 HL Tauri-ს ტიპის მნათობები მტვრის ღრუბლბში ფორმირდება, მასში წარმოქმნილი სქელი გაზ-მტვროვანი სფეროების(პლანეტოშენადედი) გრავიტაციული შეკუმშვით(ვარსკვლავი; ვრცლად). ამ პროცესების მსვლელობისას, პროტოპლანეტური დისკო ყალიბდება, რომელშიც გარკვეული დროის მერე, მრავალჯერადი შეჯახებებით, მატერიის ნაწილაკები გროვებად ერთიანდება, ამ გროვებიდან კი ასტეროიდები და პლანეტები ფორმირდება(აკრეციული დისკო). ამათგან ყველაზე უფრო დიდი ობიექტები, მოძრაობენ რა მნათობის გარშემო, მის პროტოპლანეტურ დისკოსში სიცარიელეებს აჩენენ, რაც იქ პლანეტური ჩანასახების არსებობაზე მეტყველებს.


ALMA(ESO – ევროპის სამხრეთული ობსერვატორია).

 დისკოს გამოსახულების მიღება, ჩილეს ტერიტორიაზე არსებული ობსერვატორიის – ALMA(ატაკამას დიდი მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული მასივი)-ს საშაულებით მოხერხდა. ALMA, 60 რადიოტელესკოპისგან შემდგარ ინტერფერომეტრს წარმოადგენს(როგორ მუშაობს ტელესკოპი), რომელიც ატაკამას უდაბნოში(დიდი ტელესკოპების ერა) ზღვის დონიდან 5000 მეტრის სიმაღლეზეა აგებული(ეგზოპლანეტები).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=fznYcmL2pwM

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.