ასტრონომთა ჯგუფმა აივენ რამირესის ხელმძღვანელობით(ტეხასის უნივერსიტეტი, ოსთინი) მზის ტყუპისცალი აღმოაჩინა – ვარსკვლავი, რომელიც პრაქტიკულად გაზისა და მტვრის იმავე ღრუბლიდან გაჩნდა, რომლისგანაც ჩვენი მზე ჩამოყალიბდა.
მეცნიერების მიერ აღმოჩენილი მზის ნათესავის სახელია HD 162826. ეს ვარსკვლავი 15%-ით უფრო მასიურია, ვიდრე მზე და დედამიწიდან 110 სინათლის წლის მანძილზე, ჰერკულესის თანავარსკვკლავედში დმებარეობს. შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, თუმცა მცირე სიმძლავრის ბინოკლითაც შეამჩნევთ, ელვარე ვეგასთან ახლოს.
ის, რომ HD 162826 მზის ნათესავია, მეცნიერებმა 30 კანდიდატის შესწავლის მერე დაადგინეს. ყოველი მათგანის კვლევისთვის მაღალი გარჩევადობის სპექტროსკოპია გამოიყენებოდა, რათა კონკრეტული ვარსკვლავის ქიმიური შემადგენელის შესახებ ზუსტი წარმოდგენა შექმნილიყო.
ქიმიური ანალიზის გარდა, ჯგუფმა მათი ორბიტების შესახებ არსებული ინფორმაციაც გამოიყენა – მათი გზების შესახებ ირმის ნახტომის ცენტრის გარშემო. შედეგად, კანდიდატთა რაოდენობა ერთამდე შემცირდა: HD 162826.
არიან თუ არა ამ ვარსკვლავის სისტემაში პლანეტები, მით უმეტეს სიცოხლისათვის თავსებად ზონაში, უცნობია. სრულიად შემთხვევით, უკვე 15 წელია მაკდონალდსის ობსერავტორიის პლანეტებზე მონადირეები ამ ვარსკვლავის კვლევით არიან დაკავებულნი(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს). დაკვირვებებითა და გამოთვლებით, HD 162826-თან მასიური პლანეტების(ე.წ. ცხელი იუპიტერები, მაგალითად, Kepler-7b) ახლოს მდებარეობა გამოირიცხა, ხოლო დედამიწისმაგვარი პლანეტების იქ არსებობის ალაბათობა არ არის გამორიცხული(„ცივი“ ფენა მზის ორეულზე; ორი მზისმაგვარი ვარსკვლავი; “კეპლერმა“ მზის სისტემის ორეული აღმოაჩინა; სუპერანთებები მზისმაგვარ ვარსკვლავებზე).