“ილუსტრისი“ სამყაროს მოდელირებას ახდენს

 სამყაროს ევოლუციის კომპიუტერული მოდელირება, ყველაზე დიდი და რთული, აქამდე განხორციელებულთა შორის, გალაქტიკათა ფორმირების შესახ ჩვენს ცოდნას კიდევ უფრო გვიღრმავერბს. პროექტ „ილუსტრისს“, ყველაზე მსხვილს მსგავს პროექტებს შორის, 20 მილიონი პროცესორული საათი დასჭირდა, რათა ემართა მოდელი გარჩევადობის შესაძლებლობით 12 მილიარდი წერტილი, რომლებიც ავსებდნენ კუბს ცალი გვერდით 35 მილიონი სინათლიწ წელი, 13 მილიარდი წლის განმავლობაში. მოდელირებისას პირველად მოხერხდა სხვადასხვა ტიპის გალაქტიკათა ფორმირებაზე თვალის მიდევნება. ვირტუალური სამყაროს ევოლუციის პროცესში, ნივთიერებათა ნაწილი, რომელიც სამყაროსთან ერთად ფართოვდება, გრავიტაციის ზემოქმედებით იკუმშება და ძაფების მსგავს სტრუქტურას ქმნის – გალაქტიკებსა და გალაქტიკურ გროვებს. ეს ვიდეოფილმი ვირტუალური კამერითაა აღბეჭდილი, რომელიც ცვალებადი სამყაროს ნაწილის გარშემო ტრიალებს. თავიდან, ბნელი მატერიის ევოლუციაა ნაჩვენები, შემდეგ – სხვადასხვა ტემპერატურის მქონე წყალბადის (00:45), მერე – მძიმე ელემენტების, როგორიცაა ჰელიუმი და ნახშირბადი (1:30), ხოლო შემდეგ – ისევ ბნელი მატერიის (2:07). ქვედა მარცხენა კუთხეში ნაჩვენებია დრო დიდი აფეთქების მერე, ხოლო ქვედა მარჯვენა კუთხეში – გამოსახულ ნივთიერებათა ტიპი. აფეთქებები (0:50), გალაქტიკების ცენტრებში მდებარე ზემასიური შავი ხვრელების მიერ გამოტყორცნილი გავარვარებული გაზებით გამობერილი ბუშტების დემონსტრირებას ახდენს. „ილუსტრისსა“ და რეალურ სამყაროს შორის არსებული განსხვავებები კვლევის საგნადაა ქცეული. მაგალითად, მოდელირებისას, ხნიერი ვარსკვლავების ჭარბი რაოდენობა დაიმზირება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.