ლაპარაკია სფეროსებრ გალაქტიკაზე სახელად GN-108036, რომელიც ჩვენიდან 12,9 მილიარდი წლითაა დაშორებული. სწორედ ამდენი დრო სჭირდება გალაქტიკიდან გამოსხივებულ სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ გალაქტიკის ასაკი 780 მილიონ წელს შეადგენს. შედარებისთვის, სამყაროს ასაკი 13,7 მილიარდი წელია.
ასტრონომთათვის არა მარტო უზარმაზარი მანძილია საინტერესო, რომელიც ამ გალაქტიკას გვაშორებს, არამედ გალაქტიკაში მიმდინარე აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებიც. ”ეს უნიკალური აღმოჩენაა. ადრე ჩვენ არასოდეს დაგვინახავს ერთდროულად ასე ელვარე და შორეული გალაქტიკა”. აღმოჩენის შესახებ განცხადება მარკ დიკინსონმა გააკეთა(არიზონას ობსერვატორია. ა.შ.შ.).
”შესაძლებელია, გალაქტიკა მაინცდამაინც ახლა იმიტომ დავინახეთ, რომ მასში ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესები ამ პერიოდში გააქტიურდა” – გვიხსნიან მკვლევარები. პირველად გალაქტიკა იაპონურმა ტელეკოპმა სუბარუმ დაინახა ჰავაიდან. ამის მერე GN-108036-ის აღმოჩენა კეკის ობსერვატორიამ, კოსმოსურმა ”ჰაბლმა” და ”სპიცერმაც” დაადასტურეს.