აღმოაჩინეს ყველაზე შორეული და ელვარე გალაქტიკა

უცნაურად ელვარე გალაქტიკის აღმოჩენაში რამდენიმე ტელესკოპმა მიიღო მონაწილეობა. უძველესი გალაქტიკა, რომელიც ფაქტიურად სამყაროს გაჩენის თანავე ჩამოყალიბდა, დედამიწის ზედაპირზე მყოფი ტელესკოპებით გადაიღეს. ასტრონომების თქმით, ეს არის ყველაზე კაშკაშა შორეული გალაქტიკა, რომლის დანახვა წარმოუდგენლად დიდი მანძილიდან, ატმოსფეროს შიგნით, ზედაპირზე არსებული ტელესკოპებითაც შეიძლება.