ანომალური პროტოპლანეტური დისკოები ორმაგ სისტემაში

 ამერიკელმა(ა.შ.შ.) ასტრონომებმა, ახალგაზრდა ორმაგი ვარსკვლავური სისტემა აღმოაჩინეს,პროტოპლანეტური დისკოების უჩვეულო ორიენტაციით(nrao).

 ასტრონომებმა შეამჩნიეს, რომ პროტოპლანეტური დისკოები ორმაგი ვარსკვლავის გარშემო, სისტემის სიბრტყის მიმართ წანაცვლებულია. სისტემის ერთ-ერთი ვარსკვლავის – HK კუროს А, პროტოპლანეტური დისკო ვარსკვლავის მიმართ 60 გრადუსიანი კუთხით არის დახრილი, ხოლო მეორესი – HK კუროს B, 68 გრადუსით. ეგზოპლანეტებზე სიცოცხლის გაჩენის შესაძლებლობის კვლევისას პროტოპლანეტური ორბიტების ორიენტაცია მნიშვნელოვანია(“სწორი” ზომების ასტეროიდული სარტყელი და სიცოცხლე).


HK Tau Zoom from NRAO Outreach on Vimeo.

 სისტემა, დედამიწიდან 450 სინათლის წლის მანძილზე კუროს თანავარსკვლავედში მდებარეობს. სამყაროს ვარსკვლავთა უმრავლესობა, მზისგან განსხვავებით, ორმაგ სისტემებში ფორმირდება, რაც გრავიტაციით დაკავშირებულ ორ ვარსკვლავს წარმოადგენს(აღმოჩენილია მზის ძმა; ერთი პლანეტის ოთხი ”მზე”; პლანეტათა წყვილი ორმაგ ვარსკვლავთან გედში; ორ მზიან პლანეტაზე შესაძლებელია შავი ხეები გაიზარდონ). მეცნიერთა აზრით, ხსენებული სისტემის ვარსკვლავთა შორის მანძილი მზე-ნეპტუნს შორის მანძილზე 13-ჯერ მეტია. სისტემის ასაკი დაახლოებით 5 მილიონი წელი უნდა იყოს.

 ორბიტათა ანომალური ორიენტაცია ატაკამას დიდი მილიმეტრული კომპლექსის(რადიო ობსერვატორია ALMA) საშუალებით აღმოაჩინეს – რადიოტელესკოპების სისტემით, რომლებიც შეთანხმებულად ერთიანი ინტერფერომეტრის რეჟიმში მუშაობენ.

 კვლევები გვიჩვენებს, რომ ანომალიები პლანეტათა მოძრაობაში ჯერ კიდევ პროტოპლანეტურ დისკოსში მათი ფორმირების დროს ჩნდება. თუმცა, დაკვირვებები მნიშვნელოვანი რაოდენობის ეგზოპლანეტათა უჩვეულო ორბიტებს ვერ ხსნის. მეცნიერებმა უნდა გაარკვიონ, ეს ანომალია ჩვეულებრივი ამბავია თუ არა(ყველაზე ”მრუდე” პლანეტარული სისტემა; ვარსკვლავიდან ყველაზე შორს მდებარე ეკზოპლანეტა; რეტროგრადული ეკზოპლანეტა; ყველაზე კომპაქტური სისტემა და უახლოესი ვარსკვლავის პლანეტა; ეკზოპლანეტები კატაკლიზმურ ორმაგ ვარსკვლავთან; ეკზოპლანეტები ერთ ორბიტაზე და ტროელები; ყველაზე კომპაქტური პლანეტარული სისტემა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.