აინშტაინის თეორიის კიდევ ერთი მტკიცებულება

 სინათლის გრავიტაციული გარდატეხის არსებობის პირველი მტკიცებულება 1919 წელს იქნა მიღებული, ასტრონომთა ჯგუფის მიერ, რომელსაც არტურ ედინგთონი ხელმძღვანელობდა. მაშინდელი ტექნიკა ზოგიერთი ვარსკვლავიდან მოსული სინათლის დეფორმაციის მხოლოდ მზის დაბნელების მომენტში რეგისტრაციის საშუალებას იძლეოდა. ახლა კი იმ თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის მასის დადგენაც კი მოხერხდა, რომელიც გრავიტაციული ლინზის როლში გამოდიოდა.

 დაკვირვება თეთრ ჯუჯა ვარსკვლავზე ხდებოდა, სახელად შთაინ 2051B, რომელიც დედამიწიდან 20 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ამ ვარსკვლავს კომპანიონიც ჰყავს, დედამიწა-პლუტონს შორის არსებულზე ოდნავ მეტ დისტანციაზე მოძრავი შთაინ 2051A. ასტრონომები ვარსკვლავ შთაინ 2051B-ს სინათლეს აკვირდებოდნენ, რომელიც მეზობელი ვარსკვლავის გრავიტაციულ ზემოქმედებას განიცდის. დაკვირვების ”საყრდენ წერტილებად” უკანა ფონზე მდებარე ზოგიერთი ვარსკვლავი და გალაქტიკა იქნა გამოყენებული.

 დამზერილი ვარსკვლავის სინათლის რეგისტრირებული ცვლილებები, გრავიტაციული ლინზის მოქმედების აღმწერი გამარტივებული განტოლებისთვის საწყის მონაცემებად იქნა გამოყენებული. მიღებული შედეგები, მათ შორის  ჯუჯა ვარსკვლავის გამოთვლილი მასა, სხვა ჯუჯა ვარსკვლავებზე დაკვირვებით, ანალოგიური გაზომვებითა და სხვა მეთოდებით მიღებულ შედეგებს დაემთხვა.

 აღსანიშნავია, რომ ეს, თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის მასის გამოთვლის პირველი შემთხვევა არ არის. სხვა მეთოდები გარკვეული თეორიული დაშვებების აუცილებლობას განიცდიან ან უფრო მეტად კომპაქტურ ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაზე დაკვირვებას მოითხოვენ.

 ჯერ კიდევ ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ მეთოდი შორეული ვარსკვლავების მასის დადგენის ძირითად მეთოდად იქცევა, რადგან ის მთელი რიგი პირობების დამთხვევას მოითხოვს. უახლოეს მომავალში, ასტრონომთა იგივე ჯგუფი ამ მეთოდით უახლოესი ვარსკვლავის, კენტავრის პროქსიმას მასის დადგენას შეეცდება(გრავიტაციული ლინზირება; სხვა ლინზებიალბერტ აინშტინი გრავიტაციული ტალღების წინააღმდეგ…).

httpv://youtu.be/3Hkz4Z94Lrk

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.