ჰოლომეტრი: დრო-სივრცის მიკროსკოპი

 როგორია დრო-სივრცე ყველაზე უფრო მცირე მასშტაბებში? ე.წ. პლანკური(გლუვი კოსმოსი) ზომების საკვლევად, რომელზეც უხილავი კვანტური ეფექტები დომინირებას იწყებენ, ენრიკო ფერმის სახელობის ამაჩქარებლის ლაბორატორიაში(ჩიკაგო, შტატი ილინოისი,ა.შ.შ.), ფერმილაბის ჰოლომეტრის სახელით ცნობილი მოწყობილობა ამუშავდა. ამ ინსტრუმენტის საშუალებით უნდა დადგინდეს, შეუძლიათ თუ არა სარკეების მცირე, თუმცა სინქრონულ რხევებს ორი მიმართულებით, ფუნდამენტური ჰოლოგრაფიული ხმაურის გამოვლენა, რომელიც გარკვეულ მინიმალურ მონაცემს ყოველთვის აჭარბებს. წარმოდგენილ ფოტოზე ჰოლომეტრის ერთ-ერთი სარკეა გამოსახული. ჰოლოგრაფიული ხმაურის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, რევოლუციური იქნება, თუმცა ასეთი ხმაურის დამოკიდებულება სპეციფიურ ლაბორატორიულ მასშტაბებზე, დრო-სივრცის მკვლევარებს გააოცებს. ერთ-ერთი მიზეზია აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორიის პოსტულატი ლორენც-ინვარიანტულ სიდიდეებზე, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი სივრცული მასშტაბები, ათვლის სისტემიდან დამზერისას, რომელიც რელატივისტური(სინათ.სიჩ.მახლობელ) სიჩქარით მოძრაობს, დაპატარავებას დაიწყებენ – უმცირესი პლანკური მასშტაბებიც კი. თუმცა, ეს ექსპერიმენტი უნიკალური იქნება და მის შედეგებს მოუთმელლად ელიან(სამყარო ჰოლოგრამაა?!დრო-სივრცული ქაფის აღმოჩენის მეთოდიმატრიცა?!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.