ჰიგსის ბომბი

 პრაქტიკულად ყველა დიდი მეცნიერული აღმოჩენა, რომელიც ადამიანებმა ტექნიკური პროგრესის მთელი ისტორიის განმავლობაში მოახდინეს, ადრე თუ გვიან იარაღის შესაქმნელად გამოიყენებოდა. სრულიად შესაძლებელია, რომ ჰიგსის ბოზონის შემთხვევაშიც ასე მოხდეს.

 ჰიგსის ველის შესუსტებით, პირველი თაობის კვარკები(ზედა და ქვედა; არომატული კვარკები:)), რომლებიც ნუკლონების(პროტონები და ნეიტრონები) შემადგენლობაში შედიან, ოდნავ ”გახდებიან”. თუმცა ნუკლონების მასები არა კვარკების მასებზე, არამედ მათი დამაკავშირებელი გლიუონების ენერგიაზე მოდის, რომელიც ”შიშველი” კვარკების მასებს აჭარბებს. ასე რომ ყველა ელემენტების ბირთვები უფრო მსუბუქები გახდებიან, ოღონდ უმნიშვნელოდ. თუმცა საქმე მასის მხოლოდ მსუბუქი ცვლილებით არ შემოიფარგლება(ატომი).

 ჰიგსის ველის შესუსტება ასევე W-ბოზონების მასების შემცირებას გამოიწვევს, რომლებიც სუსტი ურთიერთქმედების გადამტანები არიან, ისინი უზრუნველყოფენ ბეტა-დაშლას, ანუ შეიცვლება ამ ტიპის ბირთვული გადაქცევების ინტენსიურობაც. შედეგად სუსტი ურთიერთქმედებით არასტაბილური ბირთვები, რომლებიც ბეტა-დაშლას განიცდიან, უფრო ხშირად დაიწყებენ დაშლას.

 უფრო მეტიც, ზოგიერთი იზოტოპები, რომლებიც ჰიგსის ველის შემცირებამდე ბეტა-დაშლას არ განიცდიდნენ, სტაბილურობას დაკარგავენ და დაშლას დაიწყებენ. წარმოიდგინეთ, რამდენად მძლავრი შეიძლებ აიყოს იარაღი, რომელიც მოწინააღმდეგის ტექნიკისა და ჯარისკაცების შემადგენელ მატერიას არასტაბილურად გადააქცევს. თუ ჰიგსის ველით მანიპულაციები, ვარსკვლავსაც შეეხება, თერმობირთვული რექციების სიჩქარის შეცვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება – ჰიგსის ველის სიდიდისა და ნიშნის ცვლილების მიხედვით ვარსკვლავი ჩაქრება ან აფეთქდება.

 სტანდარტული მოდელის თანახმად, ნებისმიერი ელემენტარული ნაწილაკის მასა(შესაძლებელია, ნეიტრინოს გამოკლებით) ჰიგსის ველის საშუალო ვაკუუმური მნიშვნელობის წარმოებულს უტოლდება კავშირის შესაბამის კონსტანტაზე, რომელიც ჰიგსის ველთან ნაწილაკის ურთიერთქმდების ძალას განსაზღვრავს. ფოტონები ამ ველთან არ ურთიერთქმედებენ, ამიტომ არ გააჩნიათ მასა. ჰიგსისეული კავშირის კონსტანტა ელექტრონებისთვის, კვარკებისა და სხვა ნაწილაკებისთვის ნულს არ უტოლდება და ძალიან განსვავდება რიცხობრივი მაჩვენებლებით. მაგალითად, ელექტრონი იმიტომ არის მიუონზე 207-ჯერ მსუბუქი, რომ მათი კავშირის კონსტანტები იგივე პროპორციებით არიან განსხვავებულნი.

 თითქოს და რა უნდა იყოს ბირთვული რეაქციების მართვის შესაძლებლობაზე საშინელი? თუმცა მეტი საშიშროებაც არსებობს. თუ ბირთვული ფიზიკიდან მოლეკულურზე გადავალთ, რომელიც ქიმიას ესაზღვრება, ჰიგსის ველთან თამაში, ყველა ატომის ელექტრონულ გარსებზე აისახება. ჰიგსის ველის შემცირება ელექტრონების მასების შემცირებას გამოიწვევს, რის გამოც მათი ორბიტები გაიზრდება. იზოლირებული ატომები ამას გადაიტანენ, ასევე მარტივი მოლეკულებიც, ხოლო რთულები სტაბილურობას დაკარგავენ. ველის ცვლილება თითქმის არ დაეტყობა წყლის, მეთანის, ნახშირორჟანგისა თუ ამიაკის მოლეკულებს, თუმცა დამღუპველად აისახება ცილებზე და ნუკლეინური მჟავების მრავალატომიან ბიომოლეკულებზე. ყველა მათგანს რთული სამგანზომილებიანი სტრუქტურა გააჩნიათ, რომელიც ელექტრონების მასის უმცირესი ცვლილებითაც კი დაიშლება. ამ ველის მიმართული შემცირება(ან გაზრდა) საშინელ იარაღად შეიძლება იქცეს, რომელსაც ყველანაირი ცოცხალი ორგანიზმების განადგურება შეეძლება.

 ჰიგსის პატრული

 თუ ოდესმე ასეთი იარაღი შეიქმნება, იმედია, კაცობრიობა მის კონტროლს საერთაშორისო, საპლანეტთაშორისო და საგალქტიკათშორისოც კი, ორგანიზაციების საშუალებით მოახდენს. ექსპერტები ჰიგსის ველის ცვლილებებზე დაკვირვებას სამყაროს სხვადასხვა ნაწილებისკენ მოახდენენ. ამ ცვლილებების აღმოჩენა(თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ ხდება), პრინციპში, დღევანდელ დღესაც არის შესაძლებელი. ჯერჯერობით მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა, თუმცა ვინ იცის რა იქნება მომავალში?(კიდევ ჰიგსის ბოზონზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.