”ჰაბლმა” კოლოსალური ზომისა და მასის გალაქტიკური გროვა გადაიღო

 ედუინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ამ ფოტოზე, გალაქტიკების მასიურ გროვას ვხედავთ – PLCK G308.3-20.2, რომელიც კოსმოსის უძირო სიბნელის ფონზე კაშკაშებს. ეს ფოტო ორი კამერის საშუალებით გაკეთდა – ACS(მოდერნიზებული კამერა) და WFC 3(ფართო კუთხიანი კამერა 3), პროგრამის ჩარჩოებში – RELICS(რეიონიზაცია ლინზირება გროვები). ეს პროგრამა 41 მასიური გალაქტიკური გროვის გადასაღებად და შესასწავლად არის შემქნილი. მათ შორის ყველაზე ელვარე ობიექტების შესწავლას კი ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპი გააგრძელებს(სტარტი 2019 წლისთვის არის დაგეგმილი).

კოსმოსური ტელესკოპი ”ჰაბლი”(NASA).

 გალაქტიკების გროვები(კლასტერები) ათასობით გალაქტიკას შეიცავს, რომლებსაც ერთმანეთთან გრავიტაცია აკავებს. ითვლებოდა, რომ სამყაროს ყველაზე დიდი წარმონაქმნები სწორედ ეს ობიექტები იყო. თუმცა, წინა საუკუნის ოთხმოციან წლებში პირველი ზეგროვები(supercluster) იქნა აღმოჩენილი, რომლებიც ახლაც ყველაზე დიდ სტრუქტურებად ითვლება. ზეგროვათა შემადგენელში ათეულობით ჩვეულებრივი გროვა შედის, ხოლო ზომა მილიონობით სინათლის წელს უტოლდება. ზეგროვების კავშირს კი ცოტა განსხვავებული პროცესები და მოვლენები უზრუნველყოფს, ამიტომ ჩვეულებრივი გროვები გრავიტაციით დაკავშირებულ ყველაზე დიდ ობიექტებად შეიძლება ჩაითვალოს(ირმის ნახტომის სახლი – ზეგროვა „განუზომელი ზეცა“).

 გალაქტიკათა გროვების კიდევ ერთ საინტერესო თავისებურებას ის მატერია წარმოადგენს, რომელიც გალაქტიკათშორის სივრცეს ავსებს და ერთგვარ შინაგან არეს(ICM) ქმნის. მასში ძალიან მაღალ ტემპერატურამდე გაცხელებული ადგილები დაიმზირება, რომელთა წყარო შედარებით მცირე მასშტაბის სტრუქტურებია. ICM, ფაქტიურად, გადაცხელებული პლაზმაა(გაზის იონიზაცია), რომელიც რენტგენის დიაპაზონში ელვარებს(რა აცხელებს გალაქტიკათშორის პლაზმას).

მომავლის(2019 წ.) კოსმოსური ტელესკოპი ”ჯეიმს ვები”(NASA).

 გალაქტიკათა გროვების მატერიის ძირითადი ნაწილი ე.წ. ბნელ მატერიაზე მოდის, რომელიც ჯერ კიდევ გაურკვეველი ნაწილაკებისგან უნდა შედგებოდეს(კიდევ უფრო ეგზოტიკური ბნელი მატერია). ეგზოტიკური ბუნება ბნელი მატერიისა, რომელზეც სამყაროს მასის 80% მოდის, საშაულებას არ გვაძლევს რომელიმე ჩვენთვის ცნობილი მეთოდით აღმოვაჩინოთ იგი(ბნელი მატერიის ნაწილაკებისადმი კოლაიდერული მიდგომის ძიებაში). მაგრამ ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევებისა და ექსპერიმენტების რაოდენობა გვაიმედებს, რომ ბნელი მატერიის პრობლემა არც ისე შორეულ მომავალში გადაწყდება(მოკლედ კოსმოლოგიური მოდელის შესახებ”ჰაბლი” – ოცდარვა წელი ორბიტაზე !!!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.