წითელი წვიმა – უჩვეულო მეტეოროლოგიური მოვლენა.

 2001 წლის 25 ივლისიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, ინდოეთის შტატის ქერალას ტერიტორიაზე, ზოგან, წითელი ფერის წვიმა მოდიოდა. თავიდან წვიმის შეფერადებას ატმოსფეროში აფეთქებულ მეტეორიტს აბრალებდნენ, თუმცა ინდოეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულმა კომისიამ დაადგინა, რომ წვიმა ადგილობრივი წარმოშობის წყალმცენარეებმა გააწითლეს. 2006 წლის დასაწყისში, ქერალას ფერადი წვიმების მიმართ ინტერესი მას მერე გამძაფრდა, რაც მესმედიის საშუალებებმა ეს მოვლენა არამიწიერი წარმომავლობის უჯრედებს მაიწერეს.

 ქერალას შტატში უჩვეულო ფერის წვიმები 2001 წლის 25 ივლისიდან დაიწყო, ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კოტაიამისა და ინდუკის რაიონებში. ზოგიერთ განცხადებაში სხვა ფერის წვმებზეც იყო საუბარი: ყვითელი, მწვანე და შავი. მოსახლების მხრიდან შეტყობინებები წითელი წვიმის შესახებ მომდევნო 10 დღის განმავლობაში მოდიოდა, შემდეგ კი კლებადი სიხშირით, სექტემბრის ბოლომდე.

 ადგილობრივების თქმით, პირველი ფერადი წვიმის დაწყებამდე აფეთქება გაისმა, რასაც ელვარე ნათებაც მოჰყვა თან. ხიდან გამხმარი ფოთლები ჩამოცვივდა, ფანჯრის მინებმა კი ვიბრირება დაიწყეს(დარტყმითი ტალღა).

 წვიმა წითელმა ნაწილაკებმა გააფერადეს, რომლებიც წვიმის წყალში სუსპენზიის სახით იყვნენ შეზავებული. სისხლის ფერი წვიმა რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე მოდიოდა, იყო ლოკალური ფერადი წვიმებიც, რომელთა მოსვლის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ჩვეულებრივი წვიმაც მოდიოდა. უჩვეულო წვიმა 20 ცუთზე მეტ ხანს არ გრძელდებოდა.

 მალევე ინფორმაცია გავრცელდა, რომ დედამიწის კვლევისა(CESS) და ბოტანიკური კვლევების ინსტიტიტმა (TBGRI), ამ ნაწილაკების იდენტიფიცირება შეძლო – მცენარეული სპორები. 2001 წლის ნოემბერში, ინდოეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განყოფილებამ, ზემოთ ხსენებულ ორგანიზაციებთან ერთად, განაცხადეს, რომ წვიმა ამ ადგილებში ფართოდ გავრცელებულმა მწვანე მწყალმცენარეება გააწითლეს, რომლებიც Trentepohlia-ს სახეობას მიეკუთვნებიან და ლიქენების(ცოცხალი ორგანიზმები ღია კოსმოსში) სიმბიონატებს წარმოადგენენ.

 მოხსენებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ წვიმაში ვერანაირი მტვერი ვერ იქნა ნანახი(არც ვულკანური და არც მეტეორიტული(თქვენი სახლი კოსმოსური მტვრით არის სავსე)), ვერც წყალში გახსნილი გაზები და სხვა დამაბინძურებელნი. ანგარიშში ვარაუდი იქნა გამოთქმული, რომ წითელი წვიმა ლიქენების მასიურმა მომრავლებამ და ატმოსფეროში უამრავი რაოდენობით მათ მიერ გამოყოფილმა სპორებმა გამოიწვიეს. თუმცა, ატმოსფერულ ღრუბლებში ამ სპორების  მოხვედრის მექანიზმი მეცნიერებმა ვერ წარმოადგინეს.

 მოხსენების ავტორებმა ნალექის ნიმუშები შეისწავლეს, გამოყენებულ იქნა მასსპექტრომეტრია, ატომურ აბსორბციული სპექტრომეტრია და სხვა ქიმიური მეთოდები. აღმოჩენილი ელემენტების პროცენტული თანაფარდობა ასე გამოიყურება:

ნახშირბადი 51%, სილიციუმი7,5%, კალციუმი2,52%, მაგნიუმი 1,48%, ალუმინი 1%, რკინა 0,61%, ნატრიუმი 0,49%,კალიუმი 0,26%, ფოსფორი 0,08%.

 მაჰათმა განდის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკოსის გოდფრი ლუისის მოსაზრება, ამ უჯრედების არამიწიერი წარმომავლობის შესახებ არ დადასტურდა – Trentepohlia-ს სახეობის წყალმცენარეები დედამიწის ბინადარნი არიან. ისინი ხეებზე იზრდებიან, მარტოც და სიმბიოზშიც ზოგიერთ სოკოებთან, წარმოქმნიან ლიქენებს(რა აღარ ცვივა ციდან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.