„ცნობისმოყვარეობამ“ უჩვეულო კლდე იპოვა

 ყველსათვის კარგად ცნობილმა მარსმავალმა – „ცნობისმოყვარეობა“(Curiosity), კლდე(Elk) აღმოაჩინა, რომლის მსგავსი, მთელი თავისი სამწლიანი მოგზაურობის განმავლობაში არსად შეხვედრია. აპარატმა ქიმიური ანალიზის სისტემა ChemCam-ის ლაზერიდან კლდის მიმართულებით რამდენიმე ”გასროლის” მერე, მიღებული მონაცემები შეინახა და გზა გააგრძელა. თუმცა, დედამიწაზე, ამ მონაცემთა ანალიზის მერე, კლდე Elk-ი განსაკუთრებით საინტერესო ობიექტად ჩაითვალა და მარსმავალს 46 მეტრით უკან დახევა მოუწია, კიდევ უფრო დეტალური კვლევბის ჩასატარებლად.

 კლდე Elk-ი, 5,5 კილომეტრის სიმაღლის მთა შარფის ძირში მდებარეობს, ადგილზე სახელად Marias Pass, რომელიც თავის მხრივ ე.წ. ”გეოლოგიური კონტაქტის” ადგილს წარმოადგენს, ადგილს, სადაც მუქ ქვიშაქვასა და შედარებით ნაკლები სიმკვრივის ნაყარ ქანებს შორის გადის საზღვარი. ChemCam-ის მიერ მიღებული მონაცემების მიხედვით, Elk-ის ქანებში კვარცისა და წყალბადის უჩვეულოდ მაღალი კონცენტრაციაა. კვარცი, სილიციუმისა და ჟანგბადის შენაერთია, რომელსაც ნახშირბადის შემცველი ორგანული მოლეკულების შენახვისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა შეუძლია, ნაერთებისა, რომლებიც წითელ პლანეტაზე წარსულში არსებულ ჰიპოთეტურ ცოცხალ არსებებს შეიძლებოდა დაეტოვებინა.

  ხსენებული კლდის ერთ-ერთ მოშიშვლებულ მონაკვეთს, ორი განსხვავბეული ქანების შეერთების ადგილზე, Missoula შეარქვეს. შემდგომ კვლევებში ჩაერთვება ბურღი და ინსტრუმენტი MAHLI – სპეციალური კამერა მარსმავლის მექანიკური ხელის ბოლოზე(მარსმავალი „ცნობისმოყვარეობა“).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.