ყველაზე ნელი პულსარი

ყველაზე ნელი პულსარი

 რენტგენის დიაპაზონში მასხივებელი პულსარის – AX J1910.7 + 0917,  ბრუნვის პერიოდი 36 200 წამს შეადგენს(10,06 სთ!!!). ეს ციური სხეული ჯერ კიდევ 2001 წელს აღმოაჩინეს, ხოლო ბრუნვის პერიოდის დადგენა მხოლოდ ახლა მოხერხდა. მას ევროპელი ასტრონომების ჯგუფი იკვლევდა, ლარა სიდოლის მეთაურობით(მილანი, იტალია).

 რადიო პულსარების მსგავსად, რენტგენული პულსარებიც ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონულ ვარსკვლავებს წარმოადგენს.

 მათი ბრუნვის ენერგია აკრეციაზე იხარჯება, ანუ, ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე ვარსკვლავი კომპანიონიდან გაზის გადმოქაჩვაზე. ეს პულსარები რენტგენული ცის ყველაზე ელვარე ობიექტებია.

 თავიდან, ხსენებული პულსარი კლასიფიცირებული იქნა როგორც რენტგენის გამოსხივების შედარებით სუსტი წყარო. ზეახლის ნარჩენთან(W49) ახლოს მდებარეობის გამო, რომელსაც ”ჩანდრა”(NASA) უთვალთვალებდა, ის ასტრონომთა ყურადღების ქვეშ მოექცა.

 ლარას ჯგუფმა ”ჩანდრას” საშაულებით რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული მონაცემები შეისწავლა. დადგინდა, რომ ამ პულსარის ბრუნვის ასეთი დიდი პერიოდი, მის ზედაპირზე კომპანიონიდან გადმოსული გაზის კვაზისფერული აკრეციით აიხსნება(ბგერაზე ნაკლები სიჩქარით)(ნეიტრონული ვარსკვლავების დამამუხრუჭებელი გაზი; პულსარები”ფერმიმ” ახალგაზრდა მილიწამიანი პულსარი აღმოაჩინა ).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *