“ფობოს-გრუნტი 2”-ის აუცილებლობა

 ამერიკელმა გეოლოგებმა და ინჟინრებმა, რუსული პროგრამა ”ფობოს-გრუნტის” სასარგებლოდ ახალი არგუმენტი იპოვეს. მათი აზრით, ფობოსის ზედაპირი ნამსხვრევების დიდი რაოდენობით უნდა იყოს დაფარული, რომლებიც მასზე მარსის ასტეროიდული ბომბარდირების მერე ჩამოცვივდა (sciencedirect).

 მეცნიერებმა, ნივთიერებათა ქცევის მოდელირება გააკეთეს, რომლებიც მარსის ზედაპირიდან ასტეროიდის დაცემის მერე ამოიტყორცნა. გარდა ამისა, მათ ის ფრაგმენტებიც განიხილეს, რომლებიც თვითონ ფობოსს გამოეყო (ფობოსი). მცირე გრავიტაციისა და წითელ პლანეტასთან სიახლოვის გამო (ცენტრიდან 9 400 კმ.), პატარა ასტეროიდთან შეჯახების მერეც კი ფობოსამდე ნამსხვრევები რამდენიმე კილომეტრი წამში სიჩქარეებით მიაღწევდა.

 მკვლევარებმა გაარგკვიეს, რომ ამ ფრაგმენტებს ფობოსის ზედაპირიდანაც შეეძლოთ ნივთიერებათა ამოგდება, რომლებიც ახლა ამ ბუნებრივი თანამგზავრის მახლობელ ორბიტებზე უნდა მოძრაობდეს. ნაწილაკთა ნაწილი, გამოთვლების მიხედვით, მარსის ატმოსფეროში შედის, ნაწილი კი ფობოსზევე ილექება. ამიტომ ფობოსზე მარსული და ადგილობრივი სინჯების აღება ერთდროულად იქნება შესაძლებელი, რაც პროგრამა ”ფობოს-გრუნტის” გამეორების სასარგებლოდ მეტყველებს.

 მისია ”ფობოს-გრუნტი 2”, ოფიციალურად დამტკიცებული არ არის. ლავოჩკინის სახელობის მეცნიერული საწარმოო გაერთიანების ხელმძღვანელმა, ვიქტორ ხარტოვმა, 2013 წლის აგვისტოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპარატის პროექტირება ჯერჯერობით არ არის დაწყებული, რადგან ყველა კონსტრუქტორი პროქტებზე ” Луна-Глоб”-სა და ”ეგზო მარსზე” მუშაობს. სავარაუდოდ, პროექტი 2020 წელზე ადრე ვერ განხორციელდება („ფობოს-გრუნტი“ პროგრამისტების შეცდომის გამო ჩამოვარდა; რუსული საპლანეტათშორისო თანამგზავრი ტრაექტორიაზე ვერ გავიდა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.