ვარსკვლავთა მასების განაწილება მათი ფორმირების ადგილზეა დამოკიდებული

 საწყის მასათა ფუნქცია(სმფ), არა მარტო ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ ცნობილი გალაქტკების ვარსკვლავებისთვისაც. არის თუ არა სმფ მუდმივი? მათ შორის ჩვენს გალაქტიკაში? მისია ”ჰერშელი” ამ კითხვებს ნათელს ჰფენს(„ბრტყელი ვარსკვლავები“ და ზოგიერთი ასტროტერმინი).

 ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ვარსკვლავები ფორმირდება, მოლეკულური ღრუბლების გრავიტაციული კოლაფსია. გაზი მანამდე იკუმშება, სანამ წნევა თერმობირთვული რეაქციის დაწყებისათვის საჭირო დონეს მიაღწევს. გაზის ღრუბელში ერთი ვარსკვლავის ფორმირების პროცესი ასობით სხვების გაჩენის პროვოცირებას ახდენს, მასების ისეთი გადანაწილებით, რომელიც ყველა მნათობს მოიცავს, მზისმაგვარი ჯუჯადან, მზეზე ასეულობითჯერ მასიურ ვარსკვლავებამდე(ყველაზე კაშკაშა და მძიმე ვარსკვლავი; ახალი ვარსკვლავები აქტიური მშობლებისგან ჩნდებიან).

 ”ჰერშელმა” აღმოაჩინა, რომ ჩვენ გალაქტიკაში, ვარსკვლავების ფორმირების ადგილები ბოჭკოსმაგვარი სტრუქტურებით არის შევსებული: სტრუქტურებით, რომლებიც გაზისა და მტრვისაგან შემდგარ მილებს ჰგავს, ათეულობით პარსეკის ზომებით(1 პარსეკ = 3,26 სინ. წელი), მოლელკულური ღრუბლების შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტრუქტურების შესახებ ადრეც იყო ცნობილი, მხოლოდ ”ჰერშელით” მოხერხდა მათი ბუნებისა და თვისებების შესწავალა. ჯერ კიდევ გაუგებარია, როგორ ფორმირდება ეს ბოჭკოები, თუმცა მათი მნიშვნელობა ვარსკვლავთფორმირების პროცესებსში აშკარაა, რადგან დაბადების პროცესში მყოფი ვარსკვლავების ძრითადი ნაწილი მათშია თავმოყრილი(არდაბადებული ვარსკვლავები).

 კვლევაში, რომელიც Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, დანაი პოლიხრონის(Danae Polychroni) ხელმძღვანელობით, ათენის უნივერსიტეტიდან, ამ სტრუქტურებისა და მათში ფორმირებული ვარსკვლავების მახასიათებლების კავშირის შესწავლით იყვნენ დაკავებული. მოლეკულურ ღრუბელში L1641, რომელიც ორიონი А-ს კომპლექსის ნაწილია, ბოჭკოვან სტრუქტურებში ფორმირებული ვარსკვლავები გაცილებით მასიურებია, ვიდრე მის გარეთ ჩამოყალიბებული მნათობები(ორიონის ვარსკვლავების ფერები).

 ”ჩვენ ვთვლით, რომ ამის მიზეზი ის ”საკვებია”, რომელიც უამრავი რაოდენობით არის ხსენებულ სტრუქტურებში, მის გარეთ მდებარე ვარსკვლავები კი ”დიატაზე” სხედან” – ამბობს პროფესორი პოლიხრონი(ახალი თეორია გიგანტური ვარსკვლავების შესახებ; „ჰერშელმა“ ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავები აღმოაჩინა; სუპერვარსკვლავის ჩამოყალიბება: კიდევ ერთი საიდუმლოთი ნაკლები; ახალგაზრდა ვარსკვლავები ორიონის ნისლეულში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.