ტექნოსიგნალები: რა შეიძლებოდა გამოგვრჩენოდა?

ტექნოსიგნალები: რა შეიძლებოდა გამოგვრჩენოდა?

 სატურნის ყინულოვანი თანამგზავრი ენცელადე, მზის სისტემის შიგნით მიკრობული უცხო სიცოცხლის მატარებლობის საუკეთესო კანდიდატად მიიჩნევა. მის ყინულქვეშა ოკეანეში, რომელსაც ბირთვთან დაკავშირებული გეოთერმული წყაროები ათბობს, უცხო სიცოცხლის ჩასახვისა და არსებობისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს.

 ასტრონომი ჯეისონ რაითის სტატიაში(Prior Indigenous Technological Species) ნათქვამია: მოაზროვნე უცხო სიცოცლხის, არა უბრალოდ მიკროსკოპული ფორმების, ძებნის ყველა შესაძლებლობა ამოვწურეთ? რა თქმა უნდა, რაითი მტკიცებულებებს ვერ გვთავაზობს, თუმცა ცდილობს დაგვაფიქროს, ხომ არ გამორჩა კაცობრიობას ზოგიერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოწმობა არამიწიერი სიცოცხლის არსებობისა.

 რაითი მზის სისტემაში ”ტექნოსიგნალების” ძებნის იდეას გვთავაზობს. ეს სიგნალები მილიონობით და მილიარდობით წლის წინათ არსებული ჰიპოთეტური ცივილიზაციების კვალი იქნება. ცნობილია, რომ მარსი და ვენერა ადრე, როგორც ასტრონომები ამბობენ, ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმების ჩასახვისთვის ვარგისი პლანეტები იყო. რითი განსხვავდება ერთმანეთისგან ტექნოსიგნალები და ბიოსიგნალები, რომელთა ძიებას NASA უახლოეს რამდენიმე წელიწადში აპირებს.

 ტექნოსიგნალის მაგალითი შეიძლება იყოს, მაგალითად, რადიოსიგნალი(უცნაური რადიოექო) ან არქიტექტურული ნაგებობა. ასტრონომის ვარაუდით, პირველ რიგში, ეს სიგნალები მიწისქვეშა ღრმულებში უნდა ვეძებოთ. გარე სამყაროსგან ასეთი იზოლაცია უცხო სიცოცხლის მოღვაწეობის ნიშნებს დიდი ხნით შეინახავს. ”როცა დედამიწისეულ კულტურაზე ვამბობთ ”ძველი”, ათასი და რამდენიმე ათასი წლის წინანდელ მოვლენებს ვგულისხმობთ. კოსმოსური მასშტაბებით, ”ძველად” შეიძლება ჩაითვალოს ცივილიზაცია, რომლის ასაკი მილიონობითა და მილიარდობით წელს უტოლდება. ასეთ შემთხვევაში, მათ არსებობა მანამდე შეწყვიტეს, სანამ დედამიწაზე სიცოცხლე გაჩნდებოდა”, განმარტავს რაითი(11 მილიარდი წლის სიცოცხლე…).

 თუ ასეა, სხვა პლანეტებზე რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ხელოვნური წარმოშობის კვალის მოძებნა? რაითის თქმით, დედამიწელებიც კი ახერხებენ კარგად შენიღბვას – ათეულობით ათასი წლის მოღვაწეობის მიუხედავად, ზოგიერთ კულტურებზე სასაცილოდ მცირე ინფორმაცია გაგვაჩნია. ისიც, არქეოლოგებისა და პლანეტოლოგების მიერ შემთხვევით აღმოჩენილი კვლების ხარჯზე. წარმოიდგინეთ, რამდენად ძლიერად წაიშლებოდა კვალი ცივილიზაციისა, თუნდაც მეტად განვითარებულის, მილიონობით წლის განმავლობაში(ძველი ცივილიზაცია)!

 რაითი მოგვიწოდებს, რომ იმედი არ დავკარგოთ და პირველ რიგში ყველაზე უფრო ძველი ქანები შევისწავლოთ, რომლებშიც იზოტოპთა არაბუნებრივი თანაფარდობა შეიძლება აღმოვაჩინოთ, რაც ადამიანებამდელი ცივილიზასიის არსებობის შესახებ პატარა მინიშნებას მაინც მოგვცემს. დედამიწისგან განსხვავებით, მარსისა და ვენერას ზედაპირი ძალიან ძველია, ამიტომ მისი შემადგენელის კვლევა გაცილებით პერსპექტიულია: თუ მათზე და მათ ქვეშ ვერანაირი უჩვეულო იზოტოპური კვალი ვერ მოიძებნა, მზის სისტემა, ჩვენამდე, მართლაც ”დაუსახლებელი” ყოფილა(კოლაფსი ყველა კვალს წაშლისდიდი ნახტომი თუ დაცემა?რამდენი ხანი ცოცხლობს ტექნიკური ცივილიზაცია?WOW და სხვა სიგნალები…).

Show Comments Hide Comments

One thought on ტექნოსიგნალები: რა შეიძლებოდა გამოგვრჩენოდა?

  1. tansacmeli ამბობს:

    ძალიან საინტერესო იქნება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *