ირმის ნახტომზე დიდი კოსმოსური ტალღა

 სამყაროში კოლოსალური მასშტაბების მოვლენები ბობოქრობენ. ხშირად გვსმენია, რომ კოსმოსი უზარმაზარი სიცარიელეა ვარსკვლავებისა და პლანეტების იშვიათი ჩანართებით, რაც სიმართლეს არ შეეფერება. მაგალითად, ასტრონომებმა პერსევსის გალაქტიკურ გროვაში გიგანტური ტალღა აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენ გალაქტიკაზე დიდია.

 მისი სიგრძე დაახლოებით 200 000 სინათლის წელია, ირმის ნახტომზე ორჯერ დიდი. მეცნიერთა თქმით, ის მილიარდობით წლის წინათ გაჩნდა, როცა შედარებით პატარა გროვა, პერსევსის გროვას ”წამოედო”.

 ამ ტალღის შემადგენელი გაზი ათეულობით მილიონ გრადუსამდეა გავარვარებული, ამიტომ მისი დანახვა რეტგენის დიაპაზონშიც კი არის შესაძლებელი. გროვებს შორის ზემოქმედებამ გრავიტაციული შეშფოთებები წარმოქმნა და გაზი შეანჯღრია, მისი გაფართოებადი სპირალის წარმოქმნით. 2,5 მილიარდი წლის მერე, როცა გაზი პერსევსის გროვის ცენტრიდან 500 სინათლის წლის მანძილზე გავრცელდა, მის პერიფერიაზე ტალღების ფორმირება მოხდა, რომლებმაც კიდევ ასეულობით მილიონი წლის მანძილი გაიარა, სანამ გაიფანტებოდა.

 ეს ტალღები, კელვინ-ჰელმჰოლცის არამდგრადობის გიგანტურ ვერსიას წარმოადგენს, რომელიც ორი განსხვავებული სიჩქარის მქონე არეების შეხების ადგილზე ჩნდება. მაგალითად, როცა ქარი ქრის წყლის ზედაპირზე, დაიმზირება ოკეანეზე, ღრუბლებში, მზეზე. პერსევსის გროვაში კი ამ არამდგრადობამ გრანდიოზული მასშტაბები მიიღო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.