სხვა თეთრი ლაქები…

 თანამედროვე მეცნიერებაში თეთრი ლაქების სიმრავლეა. ყველა მათგანის აღწერას ენციკლოპედიის სისქის წიგნიც კი ვერ დაიტევდა. მოკლედ ზოგიერთი მათგანის შესახებ მცირე ზომის სტატიების სერიებით მოგითხრობთ.

 სფეროსებრი ელვა

 უნიკალური ბუნებრივი მოვლენა, ელექტრული სფერო, რომელიც ჭექაქუხილის დროს ჩნდება, მის შესახებ ყველას გსმენიათ. მისი არებობის ათეულობით მოწმობა არსებობს, მათ შორის საკმაოდ ავტორიტეტულებიც, თუმცა ის ისე იშვათად და სპონტანურად ჩნდება, რომ ნორმალური ფოტოსურატის გადაღება ფაქტიურად ვერავინ შეძლო. ამ ატმოსფერული ფენომენის ასახსნელად 400(!)-ზე მეტი თეორია შეიქმნა, ამ თეორიებს კლასიფიკაციაც კი გააჩნიათ.

 ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიებით, ეს არის განმუხტვა გაზში, მოძრავი ღრუბლებსა და დედამიწას შორის წარმოქნილი მაგნიტური ძალწირების გასწვრივ. ან, ეს არის უჯრედული სტრუქტურის მქონე პლაზმური წარმონაქმნი, რომლის ენერგია ამ უჯრედებსა თუ ფორებშია კონცენტრირებული. ზოგიერთი თეორიის მიხედვით, სფეროსებრი ელვა ოპტიკური ილუზიაა(ღმერთების საიდუმლო იარაღი: როგორ ესროლა ინდრამ ვაჯრა ვრიტრას; მთვარის ილუზია).

 BLOOP

 1997 წლის ზაფხულში NOAA(ა.შ.შ-ს ოკენური და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სამმართველო)-ს რამდენიმე გემზე, სამხრეთ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროებთან ახლოს უცნაური წყალქვეშა ხმა დააფიქსირეს, რომლის წყარო ახლაც დაუდგენელია. ხმა, რომელსაც Bloop(ღრიალი) შეარქვეს, ერთი წუთის განმავლოაბში სიხშირეს უმატებდა, შემდეგ ისევ მინელდებოდა. ამასთან ერთად, ხმა სავარაუდო ეპიცენტრიდან 5000 კილომეტრის იქეთ მდებარე სონარებმაც დააფიქსირეს. აქაც მხოლოდ თეორიებია – ზოგიერთის აზრით, ხმა ცხოველური წარმოშობის უნდა იყო(როგორი იქნება ასეთი ხმის გამომცემი ცხოველი?!). ყველაზ ეუფრო სარწმუნო თეორიის მიხედვით, ეს არის წყლიანი გარემოს მიერ მრავალჯერადად დამახინჯებული ხმაური, რომელიც უზარამზარი აისბრის დაბზარვის დროს ჩნდება.

bloop Bloop-ი ყურადღების გარეშე არც ”შეთქმულების თეორიის” მომხრეებმა დატოვეს. მათგან ყველაზე ცნობილის მიხედვით, ამ ბგერების ეპიცენტრის კოორდინატები ლიტერატურული წყალქვეშა ქალაქის – რლეჰს კოორდინატებს ემთხვევა, სადაც ჰოვარდ ლოვკრაფტის მიერ გამოგონილ ურჩხულს- კტულჰუს ძინავს:)(ყველაზე დიდი სიმძლავრის ბგერები იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დაფიქსირდა; იაპონიის მიწისძვრის მუსიკა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.