ზემასიური შავი ხვრელები

 მეცნიერებმა უდიდესი შავი ხვრელები აღმოაჩინეს, გალაქტიკებში, რომლებშიც მათი არსებობა სრულიად წარმოუდგენელი იყო.

 ვარაუდის მიხედვით, დიდი გალაქტიკების ცენტრები – ზემასიური შვი ხვრელების ”სახლებია”, ხვრელებისა, რომელთა მასები მილიონჯერ და მილიარდჯერ მეტია მზისაზე. აქამდე ცნობილი ყველაზე დიდი ხვრელი, როგორც მამონტი, ელიფსური გალაქტიკის – M87, ცენტრში იქნა აღმოჩენილი. ის მზეზე 6300 მილიონჯერ მასიურია.

ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახლოს მდებარე გალაქტიკებში კიდევ უფრო მძიმე ხვრელებიც არსებობს.

 მეცნიერებმა, ჰავაიზე არსებული კეკის ტელესკოპი გამოიყენეს, ასევე ობსერვატორია მაკდონალდი(ტეხასი). დაკვირვება ორი სვადასხვა გალაქტიკის ცენტრების გარშემო მოძრავ ვარსკვლავებზე ხდებოდა. მნათობთა სიჩქარეების მაჩვენებელი, მათზე მოქმედი გრავიტაციის სიძლიერეზე მეტყველებს, ეს კი პირდაპი კავშირშია იმ ხვრელებთან, რომლებიც იქვე ”იმალებიან”.

 ახალი მონაცემების მიხედვით, ერთ გალაქტიკას, სახელად – NGC 3842, მდებარეობს 320 მილიონი სინათლის წლის იქეთ, აქვს 10 მილიარდი მზის მასის ხვრელი. მეორეს, სახელად NGC 4889, მდებარეობს კომას გროვაში, დედამიწიდან 335 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, აქვს 21 მილიარდი მზის მასის ხვრელი(!!!). ორივე იკავებს რეგიონს, რომლიც ხუთი მზე-პლუტონის მანძილის ტოლფასია.

 ”შედარებისთვის, ეს შავი ხვრელები 2500-ჯერ მასიურია, ვიდრე ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ზემასიური ხვრელი, რომელიც მერკურის ორბიტის მეხუთედის ტოლფას სივრცეს იკავებს”, ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ნიკოლას მაკკონელი(კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი).

 ასტრონომები ეჭვობენ, რომ შავი ხვრელები, რომელთა მასები მზისაზე 10 მილიარდჯერ მეტია, კვაზარებში უნდა ვეძებოთ, ობიქტებში ადრეული სამყაროდან. ახლად აღმოჩენილი ხვრელების ტიპი კი შეიძლება იყოს შუალედური რგოლი ზემასიურ ხვრელებსა და კვაზარებს შორის.

 ამ ხვრელთა წყვილი 1,6 – 4,6-ჯერ მეტია იმ მასაზე, რომელიც მეცნიერებს შეეძლოთ ევარაუდათ მათი მშობლიური გალაქტიკების მიხედვით, მათი ცენტრალური ამოზნექილობის ელვარებაზე დაყრდნობით.

 ”ჩვენ ვიცით, რომ დიდი გალაქტიკები პატარების შერწყმით ყალიბდება, ამ პროცესის დროს მათი ცენტრალური ხვრელებიც ერთ ზემასიურ ხვრელად ერთიანდება, თუმცა, ჩვენ ამის უტყუარი მტკიცებულება ჯერჯერობით არ გვაქვს” – ამბობს კვლევის მონაწილე ჩუნგ-პეი მაი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.