გერმანიის პარლამენტი და უცხოპლანეტელები, ამო მერკურისთან ახლოს

გერმანიის პარლამენტის შემეცნებითმა ჯგუფმა 2009 წლის ნოემბერში მოამზადა ანგარიში, რომელიც არამიწიერი სიცოცხლის ძებნასა და ამო-ებზე დაკვირვებებს ეხებოდა. მოყვარულმა მეცნიერმა ფრანკ რაითემაიერმა ამ დოკუმენტის საჯაროდ გამოქვეყნება მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ბუნდესთაგმა გამოიყენა უფლება ინტელექტუალურ საკუთრებაზე და არ ჩათვალა საჭიროდ შემეცნებითი სამსახურის კვლევების გახმოვანება. გარდა ამისა, დეპუტატების აზრით, ეს ინფორმაცია პარლამენტის მუშაობას ეხება და ამიტომ მისი გახმოვანების აუცილებლობაც არ არსებობს.

ბერლინის სასამართლო სხვა დასკვნამდე მივიდა. პარლამენტის უპირველესი ფუნქციებია კანონების მიღება და მთავრობის კონტროლი. შემეცნებითი ჯგუფის მუშაობა კი ამ ფუნქციათა რიგში არ შედის, რადგან ის მხოლოდ პარლამენტარების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს და საინტერესო საკითხების ექსპერტულ შეფასებას ახდენს. საავტორო უფლებები, ამ შემთხვევაში, როგორც სასამართლო თვლის, არ იქნება დარღვეული, რადგან რაითემაიერი მხოლოდ წაიკითხავს და არ აპირებს მათ გამოქვეყნებას.

ბუნდესთაგის წარმომადგენელმა არ გამორიცხა ვერდიქტის გასაჩივრება დეპუტატთა მხრიდან, თუმცა დეტალური კომენტარისგან თავი შეიკავა, სანამ ვერდიქტი დაწვრილებით არ იქნება შესწავლილი(ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.