სტივი კოპერჰარბორის თავზე

 რა არის სტივი? სიჩქარის ზრდით გამოწვეული ძლიერი სითბური გამოსხივება (Strong Thermal Emission Velocity Enhancement), ალბათ, ანტიკური დროიდან შეინიშნებოდა, თუმცა მხოლოდ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გახდა ცნობილი, რომ სტივი და პოლარული ნათება ფერითა და ფორმით  განსხვავებული მოვლენებია. სტივი, ვარდისფერი ან მეწამული ფერის ერთი ზოლის სახით დაიმზირება, მათი წარმოშობის მექანიზმი კი ისევ კვლევის საგნად რჩება. ის შეიძლება უკავშირდებოდეს იონების სუბპოლარულ დინებას – ატმოსფერული იონების ზებგერით მოძრაობას (გაზის იონიზაცია). ხშირ შემთხვევაში, ჯერ დაუდგენელი მიზეზების გამო, სტივის გაჩენა თან ახლავს მწვანე სხივებისგან შეკრული ღობის ფორმის პოლარულ ნათებას. აქ წარმოდგენილი სტივის გამოსახულება, ახლო და შორი ფონის ცალკე გადაღებული ფოტოებით არის შედგენილი (კოპერჰარბორი, მიჩიგანი, აშშ). ელვარე სტივი რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე იყო გადაჭიმული და ჩვეულებრივ პოლარულ ნათებებს შორის შუალედში გაჩნდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.