გარეგალაქტიკური წრეები…

 დამზერადი სამყაროს შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა მასივების მიუხედავად, კოსმოსური სივრცე ჯერ კიდევ ბევრი საიდუმლოს სამალავ ადგილად რჩება: ახლახანს, მაგალითად, გარეგალაქტიკურ სივრცეებში გიგანტური რადიოწრეები იქნა აღმოჩენილი (ORC). როგორც ჩანს, ეს კოსმოსური სტრუქტურები შედარებით სუსტი სინათლის წრეებია, რომლებიც ოდნავ კაშკაშა კიდეების მქონე ბუშტებად წარმოგვიდგება. პირველი რადიოწრე სახელად ORC J0102-2450, ავსტრალიურ რადიოინტერფერომეტრ “პათფაინდერის” (ASKAP) საშუალებით იქნა აღმოჩენილი. ASKAP-ი ყველაზე მაღალი მგრძნობელობის მქონე რადიოტელესკოპების სისტემაა მსოფლიოში – 36 ანტენა 12 მეტრიანი “თეფშით” თითოეული, რომელთა ეთრობლიობა ერთი დიდი ანტენის მუშაობის ექვივალენტურია. წრიული ობიექტები იშვიათობს ნამდვილად არ წარმოაგდენს, ზემოთ ხსენებული ORC J0102-2450 კი უკიდურესად უჩვეულო სტრუქტურაა. თუ მომდევნო წლებში ასტრონომებმა კიდევ უფრო მეტი ასეთი ობიექტი აღმოაჩინეს, მათ საშუალება ექნებათ გაიგონ, რამდენად გავრცელებულია ORC–ები სამყაროში, იპოვონ მეტი მსგავსება, რაც ხელს შეუწყობს მათი ფორმირების მექანიზმის ახსნას.

უტყვი და ბნელი კოსმოსი

შეუიარაღებელი თვალისთვის კოსმოსი ბნელი და უფერულია. ღამის ცის იმ ობიექტთა რაოდენობა, რომელთა ელვარებას ჩვენი თვალების უჯრედების აგზნება შეუძლია, არც ისე დიდია. სამყაროს ნამდვილი ფერების დანახვა მაშინ არის შესაძლებელი, როცა მას ძლიერი ტელესკოპებით ვუმზერთ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ასტრონომები “უსმენენ” კოსმოსს? (რატომ არ არის ღია კოსმოსი ისეთი ბნელი, როგორიც ჩვენ გვგონია?).

 მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ხილული სინათლისგან რადიოტალღები მხოლოდ სიხშირით განსხვავდება და მათ სხვა ობიექტებიც უნდა ასხივებდეს, მათ შორის მზეც. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რადიოკავშირი ჯერ კიდევ 1894-1896 წლებში განხორციელდა, სამწუხაროდ, რადიოასტრონომიის აღმავლობა ამას ნამდვილად არ მოჰყოლია. მხოლოდ 1931 წელს, ფიზიკოსისა და ინჟინრის, კარლ იანსკის მიერ ჩატარაებული ექსპერეიმენტები იქცა რადიოასტრონომიის საწყისად (მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).

უჩვეულო ბუშტები

ORC-ების გამოსავლენად, მკვლევართა ჯგუფმა ბერბელ კირიბალსკის მეთაურობით (ავსტრალია), 8 ძალიან მკრთალი ობიექტის გამოსახულება გააერთიანა. მიღებულ სირათზე რადიოწყაროს აღმოჩენის ალბათობა, რომელიც ORC-ის ცენტრს შეძლება ემთხვეოდეს, რამდენიმე ასეულში ერთია.

რადიოგალაქტიკა PKS 2014-55-ის იქსის მსგავსი “ფრთები”.
რადიოგალაქტიკა J021659-044920-ის რადიოგამოსახულება.

 ახლა ითვლება, რომ აღმოჩენილ წრეებს, ელიფსურ გალაქტიკებთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი. ცნობილია, რომ რადიოგალაქტიკებს აქვთ ე.წ. “რადიოლოკაციური ფრთები” – უზარმაზარი ელიფსური სტრუქტურები, რომლებიც გალაქტიკის ბირთვის საწინააღმდეგო მხარეებზე ფართოვდება და მხოლოდ რადიოტალღებს ასხივებს.

 აღსანიშანავია, რომ რადიოწრეები სხვა ტელესკოპებითაც მოიძებნა, ჯერ სამიდან ორი, მერე კი მეოთხეც, კიდევ სხვა ტელესკოპით. გამოდის, რომ ეს უჩვეულო წრეები არა ტელესკოპებისა და მათზე მომუშავე მოწყობილობის ხარვეზები, არამედ სრულიად რეალური ობიექტებია (arxiv.org).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.