კოსმოსური ხომალდების სასაფლაო და სასაფლაოს აცდენილები…

 ხმელეთიდან შორს მდებარე ამ წერტილს უამრავი სახელი აქვს, მაგრამ ყველაზე ხშირად მას ნემოს წერტილს უწოდებენ, ან მიუწვდომელ წერტილს. აქედან უახლოეს კუნძულამდე მანძილი 2250 კილომეტრია. ასე შორს მდებარეობის გამო, ნემო საუკეთესოა კოსმოსური ხომალდების დასამარხად, რის გამოც კოსმოსური სააგენტოები ”კოსმოსური ხომალდების სასაფლაოს” უწოდებენ მას.

 ”ეს არის ყველაზე საუკეთესო წერტილი პლანეტაზე, სადაც კოსმოსიდან ჩამოცვენილი ნაგავი ისე შეიძლება ჩაიყაროს, რომ არავის არაფერი დაუშავდეს” – ამბობს ბილ აილორი, ნასას ინჟინერი კოსმოსური ხომალდების ატმოსფეროში დაბრუნების საკითხებში.

 პატარა თანამგზავრების ფრაგმენტები საერთოდ ვერ აღწევს ზედაპირამდე, მაგრამ პირველი ჩინური ორბიტული სადგურის, ”ტიანგუნ-1”-ისა და ამაჩქარებელ “ლონგ მარჩ 5B”-ის მსგავსი ობიექტები, რომლებიც უკონტროლოდ მოძრაობს ორბიტაზე და თან არავინ იცის სად ჩამოვარდება, სულ სხვა საქამეა. როცა ეს მოხდება, ასეულობით კილოგრამი მეტალის ნაწილები, როგორიც არის ტიტანისგან დამზადებული გარსი, საწვავის ავზები და სხვა ნაწილები, 300 კმ/სთ-სიჩქარით გააგრძელებს ვარდნას, თუმცა ნემოს წერტილზე ისინი ვერ ჩამოცვივდება, რადგან აპარატი უმართავია და საჭირო ტრაექტორიაზე ვერ გადაიყვან.

 ჩინურმა რაკეტა-მატარებელმა “ლონგ მარჩ 5B”, კოსმოსური სადგურის პირველი მთავარი ნაკვეთური გაიტანა ორბიტაზე, რის მერეც მასზე კონტროლი დაიკარგა, უკონტროლო 22 ტონიანი ამაჩქარებელის ფრაგმენტები, საბედნიეროდ, დაუსახლებელ ადგილზე, ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა.

 აღსანიშანვია, რომ ნემოს წერტილთან ყველაზე ახლოს ასტრონავტები აღმოჩნდებიან ხოლმე, რადგან საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტის სიმაღლე 400 კილომეტრია.

 აქ 1971 წლიდან 2016 წლამდე, მსოფლიოს კომსოსურმა სააგენტოებმა 260-ზე მეტი აპარატი დამარხეს. უტილიზირებული კოსმოსური აპრატების რიცხვის მკვეთრი ზრდა 2015 წელს მოხდა, როცა მათი საერთო რიცხვი მაშინ 161-ს შეადგენდა.

 აქ, 3 კილომეტრის სიღრმეზე ჰპოვა თავისი უკანაკნელი განსასვენებელი ადგილი საბჭოთა კოსმოსრუმა სადგურმა -”მირი”. 140-მდე რუსული სატვირთო ხომალდი, რამდენიმე ევროპულიც, მათ შორის პირველი ავტომატური სატვირთო ხომალდი ”ჟიულ ვერნი” სერიიდან ATV და SpaceX-ის ერთი რაკეტაც. ეს სასაფლაო ერთ გროვად დაყრილ რკინის გროვას სულაც არ ჰგავს, აპარათა ნაწილები ათასეულობით კვადრატულ კილომეტრზე იფანტება.

ატმოსფეროში შემოსვლისას სატვირთო ხომალდი ”ჟიულ ვერნი” ნაწილებად დაიშალა (2008 წ. 29 სექტემბერი).

 ”შეუძლებელი არაფერია. კოსმოსური ერის დაწყების დღიდან, ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა 1997 წელს, ოკლაჰომაში მცხოვრებ ქალს რაკეტის ბოლომდე დაუწვავი ნაწილი დაეცა” – ამბობს აილორი.

 ყველაზე მეტ საშიშროებას მკვდარი კოსმოსური აპარატი ორბიტაზე ქმნის –

 კოსმოსური ნაგვის საფრთხე რეალურია

 ჰოლივუდის მიერ შექმნილი ფილმი „გრავიტაცია“, მხოლოდ  ფილმია,
nagavi 2მაგრამ მსგავს საფრთხეს შესაძლოა რეალურ ცხოვრებაში წავაწყდეთ. კოსმოში უსარგებლოდ გაბნეულმა ნაგავმა დიდი პრობლემები შეიძლება შეგვიქმნას, ეს სულაც არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, ამიტომ საჭიროა ღონისძიებების დაუყოვნებელი განხორციელება ამ პრობლემის გადასაჭრელად. შეერთებული შტატების კონგრესის მეცნიერული პალატის წარმომადგენლებმა საჯარო პრესკონფერენციები უკვე გამართეს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაბალ ორბიტაზე 23 000 ნამსხვრევი ლივლივებს, თუმცა ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 100 მილიონი პატარა ნამსხვრევია და მათი მოძრაობის სიჩქარე 28 000 კმ/სთ-ს უტოლდება.

 2007 წელს, ჩინეთმა კოსმოში სატელიტი გაანადგურა, რომელიც მხოლოდ ტესტირებისთვის იქნა გაშვებული და რომელიც გადანგურების შემდეგ უამრავ პატარა ნაწილებად დაიშალა, ასევე დიდი შეჯახება მოხდა ამერიკულს სატელიტსა და რუსულ მკვდარ სატელიტს შორის. სწორედ მსგავსი ნაგავი ქმნის დიდ საშიშროებას არა მხოლოდ დედამიწისთვის, არამედ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვისაც. კოსმოსური ნაგვის მოსაშორებლად მეცნიერები სხვადასხვა მეთოდებს იგონებენ:

 ნანო სატელიტი, რომელიც რამდენიმე ერთმანეთან დაკავშირებული ნაწილებისგან შედგება და რომელიც უვარგის სატელიტს დედამიწის მაგნიტური ველით დაამუხრუჭებს;

 მზიური იალქანი, რომელიც დედამიწის დაბალ ორბიტაზე გადაიყვანს ნაგავს. მისი გამოცდა 2011 წელს მოხდა, თუმცა ის ჯერ კიდევ მზადების პროცესშია;

nagavi 4 ეს მეთოდი ტეხასის უნივერსიტეტის ჯგუფმა წარმოადგინა – კოსმოსური ცოცხი, რომელიც კოსმოსურ ნაგავს მოაგროვებს და დედამიწისკენ ”ჩახვეტავს”;

 იაპონიის აერონავტიკის სააგენტომ ელექტრო მისაბმელი შეიმუშავა, რომელიც უვარგისი სატელიტების მოძარაობის სიჩქარეს შეანელებს, რის შემდეგაც ისინი დედამიწის ატმოსფეროში დაიწვება.

 “ქლინსფეის უან“ ტექნოლოგიურმა ჯგუფმა, 2018 წლისთვის, გიგანტური რეაქტიული საჰაერო ხომალდის გაშევბა გადაწყვიტა, რომელიც ნაგავს შეაგროვებს, გიგანტურ კონტეინერში მოათავსებს და დაბალი ორბიტისკენ წაიღებს, სადაც უკვე იცით რა ბედიც ეწევა მას;

 ნამსხვრევების მოგროვების სხვადასხვა ხერხებია წარმოდგენილი, საცეცების, ბადეების თუ სხვადასხვა რობოტ მანქანების საშუალებით. იმედია, საკმარისი დაფინანსება სწრაფად მოიძებნება, სანამ კოსმოსური ნაგავი დიდ თავსატეხს გაგვიჩენდეს.

ვინ უფრო ანაგვიანებს კოსმოსს?

 ა.შ.შ-სა და რუსეთის ბალისტიკური სამსახურები დაბალ ორბიტაზე არსებული ნაგვის რაოდენობის შეფასებაში ვერ თანხმდებიან.

 17 119 ობიექტს შორის სიაში 1321 მოქმედი აპარატიცაა, ასევე ამაჩქარებელი ბლოკები, რაკეტების საფეხურები და კოსმოსური ტექნიკის ფრაგმენტები. 6260 ობიექტი რუსეთს ეკუთვნის, 4555 – ა.შ.შ-ს, 3632 კი ჩინეთს. მოქმედი აპარატების რაოდენობით ა.შ.შ. ლიდერობს – 417, მეორე ადგილზე რუსეთია – 130, მესამეზე კი ჩინეთი – 129.

 სხვა ანგარიშის მიხედვით, რომელიც ნასას ჯონსონის კოსმოსურმა ცენტრმა წარმოადგინა, 2014 წლის 31 დეკემბრისთვის ამერიკელებმა 16 906 ობიექტი დაითვალეს ორბიტაზე, რომელთა შორის 3881 მოქმედი და ფუნქცია დაკარგული თანამგზავრია. ნაგვის რაოდენობაში კი რუსეთი (სსრკ-ს ჩათვლით) ლიდერობს – 6351, ა.შ.შ – 5038, ჩინეთი 3756 ობიექტი (ბოლო მონაცემებით ა.შ.შ გახდა ”ლიდერი”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.