სოლის ლაკუსი: მარსის თვალი

 დედამიწელთა ტელესკოპები მარსისკენ არის მიმართული, რომელიც სულ უფრო ელვარე ხდება, რადგან ე.წ. პირისპირ დგომის წერტილს უახლოვდება – 2020 წლის 13 ოქტომბერი. ამ ფოტოზე, რომელიც 22 სექტემბერს არის გადაღებული (Damian Peach), თითქოს, მარსიც გვითვალთვალებს. მარსის დისკომ ლამის მაქსიმალურ ხილულ ზომას მიაღწია, თუმცა, მთვარის ხილულ დიამეტრზე მაინც 80-ჯერ პატარაა. ქვემოთ, სამხრეთ პოლარული ქუდი ჩანს, რომელიც წლის ამ დროს ყოველთვის პატარავდება. წრიული ბნელი ადგილი, სოლის ლაკუსი (მზიური ტბა), დისკოს ცენტრიდან ქვემოთ და მარცხნივაა. მარინერის ხეობის მხრიდან ის ნათელი ზოლით არის შემოფარგლული და გიგანტურ თვალის კაკალს ჰგავს. IXX-XX საუკუნის მიჯნაზე, ასტრონომმა და მარსის მზერით გატაცებულმა, პერსივალ ლოველმა, ეს თვალი არხების გადაკვეთის ადგილს დაუკავშირა, რომელიც მან წითელი პლანეტის ჩანახატებზე ასახა. თვალის ხილული ზომისა და ფორმის ცვლილება, გაიშვიათებულ ატმოსფეროში მქროლი ქვიშიანი ქარების დამსახურებაა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.